“ჩემი ცოლის დაქალების” რომელი პერსონაჟები აღიზიანებთ მაყურებლებს

231
SHARE

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ბოლო სერიებში ხშირად ჩანს ნინა წკრიალაშვილის პერსონაჟი “დოდოშკა”, რომელიც როგორ ჩანს, ხალხს აღიზიანებს.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა სერიალის ფეისბუქ გვერდზე ვრცელი მიმართვაც გაავრცელა:

“სერიალის ერთგული მაყურებელი ვარ, მაგრამ მართლა აღარ არის ის ხარისხი რაც ადრე იყო. უფრო რეიტინგული გახდება თუ გაყვებით იმ ხაზს, რაც საზოგადოებას აინტერესებს. გვაჩვენეთ დაქალების ურთიერთობები, მაკას ოჯახი, ნელიკოს სენტიმენტები, ხურცილავას ბენდი, რომელიც ახალგაზრდებს ძალიან უყვართ, გიოს და ანუკის ბედნიერება, მეგობრები. თუ გგონიათ, რომ ამ ყველაფრის ჩანაცვლება ქარაფშუტა დოდოშკათი შეიძლება, ძალიან ცდებით. მართლა ამაზრზენია მისი ვიზუალიც და ქცევაც. შავ პიარს მგონი ჯობია თბილი და დადებითი კომენტარები. არ გვინდა იაფფასიანი შოუ. დაუბრუნეთ სერიალს თავდაპირველი სახე!!!” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

ამასთან, სერიალის ფეისბუქ გვერდზე აკრიტიკებენ პერსონაჟებს: გრიშა კაკაჩიას, კატოს, ანკას და ცოტნეს.

“სულ არ არის საინტერესო გრიშა, კატო, დოდოშკა, ანკა, ასევე ცოტნეს სიუჟეტი, ადრე ბევრად კარგი სერიები გქონდათ”, – წერენ კომენტარებში ფეისბუქმომხმარებლები.

FB კომენტარები

კომენტარი