„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობის „დუდუს“ ძმა გარდაიცვალა

762
SHARE

მსახიობი ზურაბ ბეგალიშვილი გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა. მან მაყურებელს თავი რამდენიმე ფილმით დაამახსოვრა. მათ შორისაა მხატვრული ფილმები: “ლაქა”, “ორმაგი სახე”, “ქუჩის დღეები”, “რენე მიდის ჰოლივუდში”, “სვანი”, “ღამის ცეკვა”, “თენდება”, “კომა”; სატელევიზიო სერიალები: “ყავა და ლუდი”, “ცხელი ძაღლი”, “ქაღალდის ტყვია”. ასევე, ეპიზოდური როლი ჰქონდა “ჩემი ცოლის დაქალებში”.
ზურაბ ბეგალიშვილს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “ღამის ცეკვა” საქართველოს კინოაკადემიის პრიზი “ნატო” მიანიჭეს, ხოლო ფილმში “აქ თენდება” შესრულებული როლისათვის მან აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ ბეგალიშვილი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობის, „დუდუს“ როლის შემსრულებლის ალეკო ბეგალიშვილის ძმაა.

14060415_1143170505726827_572460701_o

FB კომენტარები

კომენტარი