„ჩემი ცოლის დაქალების გიო“ – „მამაჩემის მკვლელობა შეკვეთილი იყო“

590
SHARE

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ დებიუტანტი მსახიობი რევაზ ნასიძე მშობლებთან ურთიერთობაზე საუბრობს და აღიარებს, რომ რეალურ ცხოვრებაში რაღაცით ჰგავს თავის გმირს – გიოს.
„ჩვენი დედაშვილობა რაღაცებში სერიალისას ჰგავს. ადამიანების პრობლემა ხომ ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებს არასერიოზულად ვუყურებთ. მშობლებისა და შვილის ინტერესები როგორ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს? მთელი ოჯახი ერთნაირად რომ ხედავდეს ცხოვრებას, ეს უაზრობა იქნებოდა. დედაჩემი სტომატოლოგია, მე – მსახიობი. სხვადასხვა მსოფლმხედველობა გარდაუვალია, მაგრამ ისე არ იფიქროთ, რომ დედასთან ცუდი ურთიერთობა მაქვს. მამა არ მყავს. 27 წლის ასაკში ბიზნესის გამო მოკლეს. რუსეთში საქმიანობდა და საქართველოში რომ დაბრუნდა, აქ მოხდა ყველაფერი. შეკვეთილი მკვლელობა იყო. მაშინ ერთი წლის ვიყავი. მასზე მხოლოდ დედის ნაამბობიდან ვიცი. გარკვეულ ასაკამდე მისთვის მამაზე არაფერი მიკითხავს, როცა წამოვიზარდე, დავინტერესდი და მხოლოდ მაშინ შევეკითხე“, – განაცხადა მსახიობმა „სარკესთან“ საუბარში.

Comments

comments