“ჩემი ქალიშვილები ცოცხლად დაიწვნენ, ამ წესების გამო” – კემეროვში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

649
SHARE

რუსეთში, ქალაქ კემეროვში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 64-მდე გაიზარდა.
მაშინ, როცა ხანძარი გაჩნდა, სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე კინოთეატრში მულტფილმს აჩვენებდნენ, საიდანაც მცირეწლოვანთა უმრავლესობამ გამოღწევა ვერ შეძლო.
ტრაგედიის შესახებ ჰყვება მამაკაცი, რომლის სამი ქალიშვილიც ცოცხლად დაიწვა.
ტყუპები 11-ის, ხოლო უმცროსი – 5 წლის იყვნენ. მათი მამაც იქვე იყო, თუმცა გადარჩა.
მან ქალიშვილები სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე მდებარე კინოთეატრში მიიყვანა.
თავად კი, პირველ სართულზე ჩავიდა, რათა სეანსის დასრულებას დალოდებოდა.
„ჩემი ქალიშვილი განუწყვეტლივ მირეკავდა და მირეკავდა. მე მხოლოდ იმას ვუყვიროდი ტელეფონში, რომ ეცადა დარბაზიდან გამოსვლა, მაგრამ სხვა არაფრის გაკეთება აღარ შემეძლო, წინ უკვე ცეცხლი იყო”, – ამბობს ტრაგედიისას გარდაცვლილი გოგონების მამა.
ამის შემდეგ გოგონების მამა მაშველებთან გაიქცა დახმარების სათხოვნელად.
„მაშველებს ვუთხარი, რომ მეოთხე სართულზე ბავშვები კინოთეატრის დარბაზში არიან ჩაკეტილი და ჯერაც ცოცხლები არიან, საჭიროა მათი გამოყვანა. ისინი დამეთანხმნენ, მაგრამ მთელი სამი წუთი აირწინაღების გაკეთებას მოუნდნენ. მე მათ კიბე ვაჩვენე, საიდანაც ყველაზე სწრაფად აირბენდნენ კინოთეატრამდე და თავდაპირველად გამომყვნენ, მაგრამ მერე ვიღაც კაცმა დაიყვირა, ცენტრალურ კიბეზე ცეცხლიაო და ისინი მას გაჰყვნენ. შევეხვეწე, ერთი აირწინაღი მოეცათ და ჩემი ძალებით ვცდიდი ბავშების გამოყვანას, მაგრამ მათ მითხრეს, არ შეიძლება, ყველაფერი წესის მიხედვით უნდა მოხდესო და ჩემი ქალიშვილები ცოცხლად დაიწვნენ, ამ წესების გამო“, – ამბობს ტრაგედიისას გარდაცვლილი გოგონების მამა.

FB კომენტარები

კომენტარი