ჩემი პოპულარობა მეუღლის თანამდებობაზე არ არის დამოკიდებული – ანუკი არეშიძე

259
SHARE

თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად, ჟურნალ Tatler-ის რუსულ ვერსიას უმასპინძლა. წყვილმა ჟურნალისტები თბილისის გარეუბანში მდებარე, სამსართულიან კერძო სახლში მიიღო.
ანუკი ჟურნალისტებს გულახდილად ესაუბრა, მათ შორის მოდის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე. მისი თქმით, პოპულარობა მეუღლის თანამდებობაზე არ არის დამოკიდებული: „ბევრი მაშინ იგებს კახას ცოლი რომ ვარ, როცა ჩემს ინსტაგრამს ნახულობს. მათთვის საინტერესო დიზაინერი ვარ იმ საქართველოდან, საიდანაცაა დემნაა. ეს ძალიან მისაღებია ჩემთვის” .
მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავურ წყვილს სამი ვაჟი ჰყავს — რვა წლის ლევანი, ხუთი წლის კახაბერი და ოთხი წლის ვაჩე, ანუკიცა და კახიც მთელ თავიანთ დროს სამუშაოს უთმობენ.
“მერის ხელფასი ქველმოქმედებას ხმარდება. მისი ცოლის ბიზნესი დახმარებას ახლა არ საჭიროებს. სპონსორების დახმარებით, პრესტიჟულ უბან ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე მაღაზია-ატელიე Anouki გაიხსნა. შემდეგ კი უკვე — „თვითონ”. არეშიძესთან ორმოცი ადამიანი მუშაობს. ბრენდი მომგებიანია. მისი სამოსი იყიდება ტოკიოს უნივერმაღში Isetan, Farfetch-ზე, Harvey Nichols-ში, Opening Ceremony-ში და კიდევ მსოფლიოს მოდის მოწინავე 47 წერტილში”, — ნათქვამია სტატიაში.
ჟურნალისტები ოჯახის უფროსის სტილითა და მოდისადმი დამოკიდებულებით დაინტერესდნენ და ასეთი პასუხი მიიღეს: „არ მყავს სტილისტი. ვატარებ იმას, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ”. მთელ თავის ძირითად დროს კალაძე სამუშაოს უთმობს.
“არ შეიძლება ამდენი მუშაობა, რამდენსაც ის მუშაობს. ახლა სულ კახასთან ჩემი დროისთვის ვიბრძვი. არ სძინავს, არ ისვენებს. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ოჯახთან დროს ხარისხიანად ატარებს. კვირა — ეს წმინდა ოჯახური დღეა”, — ამბობს მეუღლეზე ანუკა.
არანაკლებს ითხოვს ის თავისი შვილებისგან: „მამაკაცებს ლიდერობის პრეტენზიები აქვთ, ეს კი ნიშნავს, რომ პირველები უნდა იყვნენ არა მხოლოდ საკუთარ წარმოდგენაში, არამედ  განათლების, აღზრდის დონით და ასე შემდეგ.
ბავშვები ჩივიან, მეტ თავისუფალ დროს ითხოვენ. მაგრამ მათ აქვთ კვირა დღე — ვფიქრობ, ეს საკმარისია. თან მიგვაქვს წიგნები, სულ ვკითხულობთ. ხშირად ვეუბნები ბავშვებს, რომ შეიძლება ერთ დღეს ყველაფერი დაკარგონ, მაგრამ ცოდნასა და განათლებას მათ ვერავინ ვერასდროს წაართმევს”.
ანუკი ნანობს, რომ კახასთან ჯვარი არ აქვს დაწერილი, აღნიშნავს ჟურნალი, კაბა უკვე დიდი ხანია, მზადაა. „დიდი სუფრა არ მინდა. საკმარისია, ეკლესიაში წავიდეთ ბავშვებთან ერთად და ფიცი დავდოთ, მაგრამ დრო საერთოდ არ გვყოფნის”, — ამბობს არეშიძე.
როგორც ჟურნალშია აღნიშნული, მთავარია, რომ ანუკისა და კახას თავიანთი ბედნიერება გაცნობიერებული აქვთ. „იმ ათ წელიწადში, რაც ერთად ვართ, ანუკიმ ბევრი რამ მასწავლა. ურთიერთპატივისცემა, მაგალითად და დღითი დღე, ის უფრო ძალიან მიყვარს”, — ამბობს კახა.
„ვცდილობ, რომ მისი მოსვლისთვის სუფრაზე ჩემი მომზადებული ვახშამი დავახვედრო”, — აღნიშნავს ანუკი. ის ამბობს, რომ სახლში ეხმარებიან ძიძა, სახლის მმართველი და მძღოლი-მცველი.

წყარო:https://www.mshoblebi.ge ili-interviu.html?slcont=1

 

 

FB კომენტარები

კომენტარი