”ჩემი მამამთილი დედაჩემის პირველი ქმარი აღმოჩნდა, მული კი ჩემი ძმის საყვარელი…”

280
SHARE

ეს საოცარი ისტორია ორი წლის წინ თბილისში მოხდა. მაშინ კესარია ამ ამბის მოყოლას უახლოეს მეგობართანაც ვერ ბედავდა. დღეს კი მარტო დარჩენილი ფიქრობს, რომ ამ გზით ცოტათი მაინც გათავისუფლდება სხვების ცოდვებისგან.

– გოგა რომ გავიცანი, ზუსტად ერთ თვეში ცოლობა მთხოვა, მაგრამ ჩემზე შვიდი წლით უმცროსი იყო. მე 30 წლის ვიყავი, ის – 23-ის. ვიცოდი, დედაჩემზე მეტად წინააღმდეგობა მისი ოჯახიდან შემხვდებოდა, მაგრამ მაინც გავრისკე. დედამისი რომ გავიცანი, იმდენი მოვახერხე, რომ ჭკუიდან გადავიყვანე. კარგი სამსახური მაქვს და ჩემი სტატუსით გადაირია, მიხვდა, რომ საკუთარი მანქანა, ვოიაჟები საზღვარგარეთ, საკუთარი ხელფასით მქონდა. მამამისი ძალით იღიმოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ცოლი კარგად დაამუშავებდა. გოგას ერთი პირველკურსელი და ჰყავდა. ვიცოდი, რომ ეს პატარა გოგო კარგ დროს ატარებდა და ბოიფრენდებსაც ხშირად იცვლიდა, მაგრამ მის ძმას ეს არ ადარდებდა.

– დაოჯახების გადაწყვეტილება მალე მიიღეთ?
– მე პირადად არ მინდოდა, რომ მალე დავქორწინებულიყავით. ცალკე ცხოვრება მინდოდა, ამისათვის კი ბინის გირაობას ვაპირებდით, მაგრამ სადედამთილომ თავი გაიგიჟა. ჩემი მშობლები დაშორებულები არიან, მამა გერმანიაში ცხოვრობს, ახალი ოჯახი აქვს და ამიტომ დედისთვის დიდი ახსნა არ დამჭირვებია, რომ ვთხოვდებოდი. თან ასაკიც ხელს მიწყობდა. ერთადერთი ასაკობრივი სხვაობა არ მოეწონა. მალე არ დაბერდე, თავს მიხედეო დამარიგა. ერთ კვირაში ნიშნობა გადავწყვიტეთ. გოგა მშობლებსა და დასთან ერთად მოვიდა. ჩემი ძმა ძლივს დავითანხმე, რომ შინ დარჩენილიყო, მე და დედა ვიყავით, სხვისთვის არავისთვის მითქვამს. მე და გოგამ მეჯვარეებსაც კი დავუმალეთ. გვინდოდა, ყველაფერს მყუდროდ, ოჯახურ გარემოში ჩაევლო.

– მშობელები როგორ შეხვდნენ ერთმანეთს?
– რა გითხრათ, ის დღეს არასოდეს დამავიწყდება. ჩემი, გოგასა და დედამისის გარდა ვერავინ მიხვდა რა მოხდა. სტუმრებმა ერთმანეთს რომ შეხედეს, ჯერ დედაჩემმა შეკივლა, მერე ჩემმა ძმამ. გოგას მამამ კი მოჰკიდა ცოლ-შვილს ხელი და სახლში წავიდნენ. გოგა არ მიჰყვებოდა, გამაგებინეთ რა მოხდაო, მაგრამ ძალით გაათრია კარში. დედაჩემი ერთი საათი ვერ მომყავდა გონზე, ძალიან ცუდად იყო. ისტერიკულად ტიროდა და როგორც კი თვალს გაახელდა და მე შე-მომხედავდა, გული მისდიოდა. სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამი დღის შემდეგ ძლივს გამოვიდა მდგომა-რეობიდან. ამ პერიოდში იქ ვათენებდი და სიმართლე რომ გითხართ, გოგა არც გამხსენებია. არც თვითონ დაურეკავს. ჩემი ძმა ზედ არ მიყურებდა. ახლა ვხვდები მის უცანურ საქციელს, თორემ მაშინ არაფერი მაინტერესებდა, გარდა დედის ჯანმრთელობისა.

– როდის გაიგე რა მოხდა?
– დედა რომ გამოწერეს, იმ საღამოს ყველაფერს მოგვიყვა. ისტორია იმდენად თავზარდამცემი აღმოჩნდა, რომ სახლში ვეღარ გავჩერდი და დღემდე ქირით ვცხოვრობ. ჩემს მშობლებს ერთმანეთი წლები ჰყვარებიათ და თურმე ფიზიკური ურთიერთობაც ჰქონიათ. გოგას მამას დედაჩემი მოუტაცებია და ერთკვირიანი დამალვის შემდეგ მშობლებს ძალით დაუტოვებიათ. დედა, რა თქმა უნდა, ქალიშვილი არ აღმოჩნდა, რაც ქმარმა არ აპატია და ერთ თვეში ოჯახი დაენგრა, მაგრამ მამაჩემი მზად იყო, ყველაფერის მიუხედავად დედა ცოლად მოეყვანა და მალე დაქორწინდნენ. ფაქტია, რომ ერთად მხოლოდ რამდენიმე წელი იცხოვრეს და გაიყარნენ. ამ ამბავს ისიც დაემატა, რომ გოგას აღვირახსნილი და ამ ეტაპზე ჩემი ძმის გერლფრენდი ყოფილა. ეს უკვე დედისთვისაც კი მძიმე ასატანი აღმოჩნდა და კინაღამ გაგიჟდა. ვთხოვე, ცოტა ხანს სახლიდან წავიდოდი და რომ დავწყნარდებოდი, უკან დავბრუნდებოდი, მაგრამ ეს დღემდე ვერ შევძელი. პერიოდულად მივდივარ მათ სანახავად, მაგრამ დედაც მძულს და ძმაც. არადა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემს გაუბედურებაში ვინმე შეგნებულადაა დამნაშავე.

– გოგა მას შემდეგ აღარ გინახავს?
– ერთხელ შორიდან მოვკარი თვალი და როდესაც დამინახა, ისეთი სახე მიიღო, ერთი სული ჰქონდა, ადგილიდან გაქცეულიყო. არ ვიცი, მამა ალბათ სახლში ყველაფერს მოუყვათ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ დას თავისი აღვირახსნილობის შესახებ რამე ეთქვა.

წყარო : რეიტინგი 

FB კომენტარები

კომენტარი