“ჩემთვის უცნობია, ჰყავდა თუ არა გიორგი შაქარაშვილს შეყვარებული” – ანა გაბეჩავა

147
SHARE

ტელეკომპანია “TV პირველმა” გაავრცელა შაქარაშვილის საქმის ერთერთი მოწმის ახალი ჩვენება.

ანი გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზეც სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, აცხადებს, რომ მას მომხდარისა და საზოგადოების მის მიმართ დამოკიდებულის გამო სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება:

„მე მყავს ფსიქოლოგი და მისგან ვიღებ დახმარებას, რადგან გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შედეგად მომადგა ფსიქოლოგიური ტრავმა და საზოგადოების მხრიდან შეურაცხყოფამ კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედა ჩემზე”, – აღნიშნავს მოწმე.

გამოძიების კითხვაზე, ჰყავდა თუ არა გიორგი შაქარაშვილს შეყვარებული გოგო, გაბეჩავა აცხადებს, რომ ის ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს:

„ჩემთვის ცნობილი არ არის, ჰყავთ თუ არა ვახტანგ ჩიქოვანს, ახვლედიანს, ამირხანაშვილს შეყვარებული გოგონები, ასევე, ჰყავდა თუ არა შეყვარებული გოგონა გიორგი შაქარაშვილს”, – ამბობს ანი გაბეჩავა.

FB კომენტარები

კომენტარი