ჩემთან სტუდიაში დაგელოდებით” – ტიმატი ტრიო მანდილით აღფრთოვანებას ვერ მალავს და დუეტის ჩასაწერად ეპატიჟება

530
SHARE

ტრიო მანდილით ტიმატი მოიხიბლა. რუსეთში მოღვაწე ცნობილი რეპერი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გოგონების ვიდეოს აქვეყნებს. “როგორც კი კონცერტს დავასრულებ, ჩემთან სტუდიაში დაგელოდებით, ერთად ჩავწეროთ”, – წერს ტიმატი. ვიდეოს რეპერის გვერდზე უკვე მილიონ ნახევარი მოწონება და გამოხმაურება აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტრიო მანდილი რამდენიმე წლის წინ შედგა. მეგობარმა გოგონებმა ცხვარიჭამიაში დასვენების დროს გადაწყვიტეს გზაზე სიარულისას ემღერათ და ვიდეოც გადაეღოთ. ვიდეომ ინტერნეტში გამოჩენისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამის შემდეგ გოგონებმა ყველა სიმღერაზე მსგავსი ტიპის ვიდეოები გადაიღეს, რაც ერთგვარად მათი სავიზიტო ბარათიც გახდა. “მანდილის” არაერთ ქვეყანაშიც მიიწვიეს, სადაც ჯგუფის წევრებმა კონცერტები ჩაატარეს.

წყარო:a.dainteresdi.ge

FB კომენტარები

კომენტარი