ჩალო სომხეთის საპროტესტო აქციების სიმბოლო გახდა (ვიდეო)

124
SHARE

სომხეთში მაწანწალა ძაღლი ჩალო საპროტესტო აქციის სიმბოლო გახდა.
ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ძაღლმა მასთან ერთად 200 კმ. გაიარა და ორი კვირა აქციის მონაწილეებთან ერთად ბანაკში გაატარა.
მისი თქმით, იმ დღეს, როდესაც მათ სოფელი კატნაჯური გაიარეს, უპატრონო ძაღლი შეუერთდათ. აქციების ერთ-ერთი მონაწილის ნაამბობის მიხედვით, ახალი თანამგზავრი ფაშინიანის მომხრეებს მთელი გზა იცავდა და ეხმარებოდა.
ერევანში საპროტესტო აქციები 13 აპრილიდან მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებდნენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანი დღეს აირჩიეს. ფაშინიანის კანდიდატურას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 42 წინააღმდეგი იყო. მან მინისტრთა ახალი კაბინეტი 15 დღეში უნდა წარადგინოს.

წყარო:https://imedinews.ge

FB კომენტარები

კომენტარი