შხამიანმა ობობამ მამაკაცს ტუალეტში პენისზე უკბინა

125
SHARE

 

21 წლის მამაკაცი სიდნეიდან საავადმყოფოში შხამიანი ობობის ნაკბენით მივიდა. მამაკაცი ტუალეტში იყო, როდესაც ობობამ მას პენისზე უკბინა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ობობა „შავი ქვრივების“ სახეობას ეკუთვნის. ამ ობობების ნაკბენები ძლიერ ტკივილს, ოფლიანობას და გულის რევას იწვევს.

უცხოური მედიის ცნობით, ჭრილობის დამუშავების შემდეგ მამაკაცი საავადმყოფოდან სტაბილურ მდგომარეობაში გაწერეს. აღსანიშნავია, რომ „შავი ქვრივების“ ობობის ნაკბენის შემდეგ, ლეტალური შედეგიც არ არის გამორიცხული. სასიკვდილო შემთხვევები 1956 წლიდან არ დაფიქსირებულა, მას შემდეგ, რაც ნაკბენის საწინააღმდეგო შრატი შექმნეს. სტატისტიკურად, შხამიანი ობობის ნაკბენზე ავსტრალიაში ყოველწლიურად 2 000 ადამიანი მკურნალობს.

FB კომენტარები

კომენტარი