შურისძიების მიზნით, ქალმა შეყვარებულის აკვარიუმში მათეთრებელი სითხე ჩაასხა (ვიდეო)

232
SHARE

ოქსფორდში მცხოვრებმა სერენა რეინოლდსმა ყოფილი “ბოიფრენდისთვის” შურისძიების სასტიკი და აღმაშფოთებელი მეთოდი შეარჩია. მან ჯონ ფიცპატრიკის აკვარიუმში მათეთრებელი ფხვნილი ჩაყარა. ეგზეკუციის პროცესს ქალმა ვიდეო გადაუღო და საწყალი თევზების პატრონს გაუგზავნა, თანაც გააფრთხილა, რომ შემდეგი მსხვერპლი მისი შინაური გველი გახდებოდა.
„მოკვდით, მოკვდით, მოკვდით! მეტი მათეთრებელი… ახლა შიგნით ჩავასხამ, ჩავასხამ!! თევზები მათეთრებელს სვამენ, შეხედე. მეტი მათეთრებელი!“- ასეთი რეპლიკებით გააფორმა სასტიკმა შურისმაძიებელმა ქალმა თავისი ქმედება.
როდესაც ვიდეოკადრები მიიღო, ფიცპატრიკი აღშფოთდა და სამართალდამცველებს მიმართა. პოლიციაში ქალი აცხადებდა, რომ დანაშაული სტრესის და შფოთვის ფონზე ჩაიდინა, თუმცა ვერავინ დაარწმუნა. მანჩესტერის სასამართლომ სერენას პირობითი სასჯელი, ფულადი ჯარიმა და 15-დღიანი სავალდებულო სამუშაოს შესრულება მიუსაჯა. ამას გარდა, ქალს, სიცოცხლის ბოლომდე, სახლში თევზების ყოლა აეკრძალა.

FB კომენტარები

კომენტარი