შულტეს ცხრილი – მინი-ტრენინგი სწრაფ კითხვაზე

605
SHARE

   შულტეს ცხრილი კითხვის არეალის გასაფართოებლად, პერიფერიული მხედველობის გასაუმჯობესებლად.
შულტეს ცხრილის კითხვას მარტივი წესი აქვს. ტექსტსა და თვალებს შორის 25-30 სმ უნდა იყოს მანძილი.
თქვენ უყურებთ ცხრილს შუაში და ეძებთ ციფრებს ერთიდან 25-მდე, მაგრამ თვალებს არ ამოძრავებთ. გახსოვდეთ, სისწრაფეს არავინ გთხოვთ, თუმცა, როცა ნავარჯიშები შეხედავთ ცხრილს, 25 ციფრის მოსაძებნად მხოლოდ 25 წამი დაგჭირდებათ.
თქვენი მიზანია, უყუროთ ცენტრს და პერიფერიული მხედველობით (თვალები არ გაახამხამოთ) მოძებნოთ ციფრები თანმიმდევრულად, არ გამოტოვოთ არც ერთი. თავდაპირველად, შეგიძლიათ ხმამაღლა დაითვალოთ, მაგრამ თვალს ცენტრს არ აშორებთ და ისე ეძებთ ციფრს.
მოგვიანებით, როცა მთელ ტექსტს ერთ მთლიანობად აღიქვამთ, ციფრები გულში დაითვალეთ. სისტემატურად ივარჯიშეთ, მაგრამ არ გადაიღალოთ.
ცოტა ხანში პერიფერიული მხედველობაც გაგიუმჯობესდებათ, სწრაფ კითხვასაც შეძლებთ და ერთი შეხედვით უამრავი ნივთს, ადამიანს, დეტალს დააფიქსირებთ.

FB კომენტარები

კომენტარი