შს მინისტრი: იდიოტი, რომელმაც ევროვიზიაზე საზოგადოებას უკანალი მიუშვირა, დაკავებულია!

1026
SHARE

პირი, რომელიც გუშინ “ევროვიზია 2017”-ის გალაკონცერტზე მომღერალ ჯამალას სიმღერის დროს სცენაზე ავიდა და გაშიშვლდა, დაკავებულია. მას ხულიგნობისთვის, უკრაინული კანონმდებლობით, ჯარიმა ან 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი სოციალურ ქსელში წერს.„უკრაინის მოქალაქე – სედიუკი, იდიოტური ქმედებისთვის, რომელიც უკრაინელი მომღერლის, ჯამალას გამოსვლის დროს სცენაზე ავიდა და 200 მილიონი ადამიანის წინაშე გაშიშვლდა, დაკავებულია.
დაკავებულის თქმით, მან საკუთარი ჰობის რეალიზება გადაწყვიტა, რადგან ის “არაოფიციალურად პროვოკატორ ჟურნალისტად მუშაობს“.
ის კონკურსის დაცვამ და უკრაინელმა პოლიციელებმა წინააღმდეგობის გაწევის გამო, ერთობლივად დააკავეს. მას უკრაინული კანონით ბრალი ედება 208-ე მუხლის დარღვევაში, რაც ხულიგნობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. მას სასამართლოს აღმკვეთ ღონისძიებამდე 72 საათის გატარება წინასწარი დაკავების საკანში მოუწევს. მანამდე, ეს ქვეყნის სირცხვილი, საკუთარი “ჰობის” რეალიზებას წინასწარი დაკავების საკანში შეძლებს, თუმცა თანამესაკნეებისთვის საჯდომის ჩვენებას და საკუთარი “ჰობით” ტკბობას ნამდვილად არ ვურჩევ”, – წერს ავაკოვი ფეისბუქის გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი