შოტლანდიაში შექსპირის ნაწარმოებების პირველი კრებულის ეგზემპლარი აღმოაჩინეს

89
SHARE

შოტლანდიაში, კუნძულ ბიუტზე მდებარე შუა საუკუნეების სასახლეში ინგლისელი პოეტის და დრამატურგის, უილიამ შექსპირის ნაწარმოებების პირველი კრებულის ეგზემპლიარი აღმოაჩინეს.
წიგნი, რომელიც 1623 წელს გამოიცა, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ეგზემპლარია მთელი მსოფლიოს კოლექციონერებისთვის. ინფორმაცია აღმოჩენის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ემა სმიტმა გაავრცელა.
„ჩვენ არც კი ვვეჭვობდით ამ წიგნის არსებობას. ახლა კრებული Mount Stuart House-ში იქნება გამოფენილი, მით უმეტეს, რომ წელს შექსპირის დაღუპვიდან 400 წლისთავს აღვნიშნავთ“, – განაცხადა პროფესორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნი კრებული უდიდესი დრამატურგის სიკვდილიდან 7 წლის შემდეგ გამოიცა.
წიგნში 36 პიესაა შესული, მათ შორის 18, როგორიცაა, მაგალითად, „მაკბეტი“, „მეთორმეტე ღამე“, „იულიუს კესარი“ და ა.შ. 1623 წლამდე არ გამოქვეყნებულა. ამიტომ, ექსპერტების თქმით, ეს პიესები შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგულიყო. გამოცემას თან ერთვის შექსპირის პორტრეტი მარტინ დრაუშატის შესრულებით.

FB კომენტარები

კომენტარი