შორენა ბეგაშვილს შვილის გადარჩენას აყვედრიან – მეც მჭირდებოდა ფული, მაგრამ ნაგავო და არარაობა არავისთვის მიკადრებია

848
SHARE

მეც მჭირდებოდა ფული მაგრამ ნაგავო და არარაობა არავისთვის მიკადრებია“, – აღნიშნული შინაარსის პოსტი მსახოობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ფეისბუკის პირად მინაწერებში ერთ-ერთი მოქალაქის მხრიდან ლანძღვა-გინების ტექსტი მიიღო. ტელეწამყვანმა სტატუსს მინაწერების ფოტოც დაურთო.
მოქალაქე მსახიობს პატარა ბავშვის დახმარებას ასეთი უხეში ფორმით ცდილობდა.
„ერთი კითხვა მაქვს-ამ ბავშვის ახლობლებს ჩემ სალანძღავათ რატომ გცალიათ?მე რატომ გგონივართ თქვენი პრობლემების მომგვარებელი.მე ერთი კვირის წინ ჩამოვედი თურქეთიდან და კიდევ ერთი ოპერაცია გადავიტანეთ.ამიხსენით რითი დაგეხმაროთ?კი ხალხი დამეხმარა,მაგრამ მას შემდეგ კიდევ სამი ოპერაცია გაიკეთა ევამ. მეც მჭირდებოდა ფული მაგრამ ნაგავო და არარაობა არავისთვის მიკადრებია.მიმართეთ ვისაც ევალება დაფინანსება.მე ჯერ ევას ოპერაციის თანხა არ დამიფარავს ბოლომდე“, – წერს შორენა ბეგაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი