შორენა ბეგაშვილის მეგობარი: ჰოსპიტალში გატარებული თითოეული დღე 580 დოლარი ჯდება

123
SHARE

 

ევა ბარბაქაძეს ხვალ ოპერაცია ჩაუტარდება. ევა და შორენა ბეგაშვილი თურქეთში დღეს დილით გადაფრინდნენ. ამასთან დაკავშირებით შორენა ბეგაშვილის მეგობარი სალომე გველესიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ ბავშვის ამბავი. ევა დღეს გამთენიისას გადაიყვანეს თურქეთში. ადმინისტრაცია დაგვთანხმდა, ოპერაცია დაინიშნოს ისე, რომ თანხა მთლიანად არ იყოს დაფარული, მაგრამ ამასობაში ოპერაციისთვის საჭირო ფულის რაოდენობას, მგონი, თავს ვუყრით“, – წერს სალომე.
გველესიანის ინფორმაციით, ხერხემლის ოპერაცია 35 000 დოლარი ჯდება და მოტეხილობების – 15 000 დოლარი.
„რაღაცები შორენამ გაყიდა, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეხმარა, ზოგი საჯაროდ, ზოგიც ჩუმად. ყოველ წუთს მოდიოდა ჩარიცხვის SMS-ები, ზოგიერთი ლარს და ორ ლარს რიცხავს და ეს საოცრად გულისამაჩუყებელია. დიდი მადლობა ყველას ამისთვის. მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ არის. ყველაზე ძვირი არა ოპერაცია, არამედ იქ გატარებული თითოეული დღეა. 580 დოლარია თითო დღე ჰოსპიტალში და რამდენი ხანი დასჭირდება იქ ყოფნას – ამის თქმას ჯერ ვერავინ ახერხებს. გთხოვთ, ისე გავაგრძელოთ, როგორც დავიწყეთ“, – წერს სალომე გველესიანი.

FB კომენტარები

კომენტარი