შოკოლადის ტორტი

305
SHARE

ინგრედიენტები:
კვერცხი 6 ცალი;
შაქარი -1 ჭიქა;
კაკაო 2 სადილის კოვზი;
ნაღები 20% -ანი 150 მლ;
შავი შოკოლადი 70% -იანი 200 გრ.
მომზადების წესი:
ღუმელი 180 გრადუსამდე გავახუროთ. კვერცხის ცილა გათეთრებამდე ნახევარ შაქართან ერთად ავთქვიფოთ. ცალკე კვერცხის გულები კი ავთქვიფოთ დარჩენილ შაქართან ერთად და დავუმატოთ კაკაოს ფხვნილი. ეს ორი მასა ნაწილ-ნაწილ შევურიოთ ერთმანეთს .
ფორმას კარაქი წავუსვათ, ტორტის მასა ჩავასხათ და 30-35 წუთით შევდგათ გამოსაცხობად.
სანამ ტორტი ცხვება, შოკოლადის კრემი მოვამზადოთ შემდეგი წესით: ნაღები ადუღებამდე მივიყვანოთ, დამტვრეული შოკოლადის ფილა დავუმატოთ და ნელ ცეცხლზე დავადნოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაციებული ბისკვიტი 4 ტოლ ნაწილად დავჭრათ, მომზადებული კრემი წავუსვათ და რამდენიმე საათით მაცივარში მოვათავსოთ.

FB კომენტარები

კომენტარი