შოკოლადის პეროგი კრემით

367
SHARE

ინგრედიენტები: ცომისთვის: რძე – 2 ჭიქა, ფქვილი – 2- ჭიქა, შაქარი – 1.5 ჭიქა, კაკაო – 6 ს/კ. გამაფხვიერებელი. კრემისთვის: რძე – 2 ჭიქა, შაქარი – 1 ჭიქა, ფქვილი – 3 ს/კ. კვერცხი – 1 ცალი, შოკოლადის ფილა.
მოსართავად: ხილი, პიტნა.
მომზადების წესი: შაქარი, ფქვილი და კაკაო შევურიოთ, თბილი რძე დავასხათ და მოვურიოთ. მიღებული თხევადი ცომი გამოსაცხობ ფორმაში ჩავასხათ და ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთით შევდგათ. ქვაბში რძე ჩავსხათ და ცეცხლზე დავდგათ. ცალკე თასში კვერცხი შაქართან და ფქვილთან ერთად ავთქვიფოთ და რძიან ქვაბში ჩავასხათ. ადუღებამდე განუწყვეტლივ ვურიოთ. შემდეგ შოკოლადის ნატეხები ჩავყაროთ და მოვურიოთ. გაციებული ფირფიტა ორ ნაწილად გავჭრათ. კრემი წავუსვათ და შევაერთოთ. დარჩენილი კრემი თავზე წავუსვათ. ბოლოს ხილითა და პიტნის ფოთლებით მოვრთოთ.

FB კომენტარები

კომენტარი