შოკოლადის ბლინები

182
SHARE

ინგრედიენტები:
რძე – 400 მლ,
ფქვილი – 300 გრ,
კაკაო – 50 გრ,
შაქარი – 50 გრ,
კვერცხი – 2 ცალი,
ზეთი – 3 სადილის კოვზი,
მარილი – ½ ჩაის კოვზი.
მომზადების წესი: კვერცხი და რძე ერთად ავთქვიფოთ. შემდეგ ფქვილი, კაკაო შაქარი და მარილი დავუმატოთ. კარგად ამოვურიოთ და ზეთი დავუმატოთ. მიღებული მასა თავზე დავახუროთ და მაცივარში 2 საათით მოვათავსოთ. ბოლოს კი გაცხელებულ ტაფაზე ზეთი დავასხათ და ბლინები შევწვათ.

FB კომენტარები

კომენტარი