შოკისმომგვრელი შემთხვევა – 58 წლის შვილი 92 წლის დედის ცხედარს კარადაში სამი კვირა მალავდა

213
SHARE

შოკისმომგვრელი შემთხვევა მოხდა ათენში, კერძოდ – კალითეაში.

ერთერთი საცხოვრებელი სახლის ტანსაცმლის კარადაში 92 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. შესაბამისმა საგამოძიებო მოქმედებებმა დაადგინეს, რომ ქალი მინიმუმ სამი კვირის წინ გარდაიცვალა, მისმა 58 წლის ქალიშვილმა კი გადაწყვიტა, რომ დედის გვამი კარადაში დაემალა.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილის შვილი მთელი ცხოვრების განმავლობაში მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, დედა კი დუმილით „სარგებლობდა“.

მეზობლები იხსენებენ, რომ დედასა და შვილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ხშირად ჩხუბობდნენ. გარდაცვლილის შვილი როდოსზე გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მუშაობდა, შინ კი მამის დაკრძალვაზე ჩამოვიდა.

კარადაში ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ დედა 7 ივლისს გარდაეცვალა, თავად კი დაკრძალვის სახსრები არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ მოიქცა ასე. მას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებენ.

FB კომენტარები

კომენტარი