შოკისმომგვრელი მისტიკა: ისტორია, რომელიც ორჯერ განმეორდა

90
SHARE

მსოფლიო ისტორიაში არაერთი შოკისმომგვრელი, დაუჯერებელი და ამოუხსნელი ფაქტი მომხდარა. შემთხვევითობაა ეს თუ მისტიკური მინიშნებები?

ლინკოლნი და კენედი

აბრაამ ლინკოლნი 1818 წელს დაიბადა, კენედი 1918 (განსხვავება 100 წელი).
ლინკოლნი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1860 წელს გახდა, კენედი 1960 წელს (განსხვავება 100 წელი).

ორივე მათგანი ხუთშაბათს მოკლეს, ორივე მეუღლეების თვალწინ. ორივე პრეზიდენტმა დაკარგა შვილი თეთრ სახლში ცხოვრების დროს. კენედი მოკლეს ავტომობილში, სახელად “ლინკოლნი”. ორივე პრეზიდენტი დემოკრატი იყო.

ჯონ უილკის ბუტი, რომელმაც ლინკოლნი მოკლა, დაიბადა 1839 წელს, კენედის მკვლელი – ლი ჰარვი ოსვალდი – 1939-ში (განსხვავება 100 წელი).

ორივე მკვლელის სრული სახელი 15 ასოსგან შედგება. ბუტი გაიქცა თეატრიდან და სხვენზე დაიჭირეს, ოსვალდი გაიქცა სხვენიდან და თეატრში დააკავეს.

ლინკოლნის სიკვდილის შემდეგ პრეზიდენტის პოზიცია ჯონსონმა დაიკავა, ისევე როგორც კენედის სიკვდილის შემდეგ. პირველი ჯონსონი 1808 წელს დაიბადა, მეორე 1908 წელს.

ნაპოლეონი და ჰიტლერი

ნაპოლეონი დაიბადა 1760 წელს, ჰიტლერი – 1889-ში (განსხვავება 129 წელი)
ნაპოლეონმა ქვეყნის მართვა 1804 წელს დაიწყო, ჰიტლერმა – 1933-ში (განსხვავებება 129 წელი)
ნაპოლეონი ომში 1816 წელს დამარცხდა, ჰიტლერი 1945 წელს (განსხვავება

129 წელი)

ორივე მათგანი რუსეთს თავს 52 წლის ასაკში დაესხა. ორივემ წააგო ომი 56 წლის ასაკში.

მწერალმა ტიტანიკის ტრაგედია იწინასწარმეტყველა

ყველასათვის ცნობილია ტიტანიკის ტრაგედია, რომელიც 1912 წელს მოხდა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ 1898 წელს გამომცემლობა “მენსფილდმა” გამოუშვა მწერალ მორგან რობერტსონის წიგნი, სახელწოდებით: “Futility, or the Wreck of the Titan”. რომანში მოვლენები ვითარდება გემზე სახელად “ტიტანი”. აპრილის ცივ ღამეს გემი აისბერგს დაეჯახება და ჩაიძირება. წიგნშიც და რეალურ ტიტანიკზეც სამი ათასი მგზავრი იმყოფებოდა.

წყარო: http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი