შოთა რუსთაველის რომელი აფორიზმი ამოისვირინგა ნინა წკრიალაშვილმა

543
SHARE

მომღერალ ნინა წკრიალაშვილს ზურგზე ამოსვირინგებული აქვს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმი – „რასაცა გასცემ შენია“, – ამის შესახებ ნინა წკრილაშვილმა გადაცემაში „მძიმე კაცთან“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, მას სხეულზე კიდევ რამდენიმე სვირინგი აქვს და ფიგურებს ხასიათის მიხედვით ირჩევს.

„ფეხზე აქვს „ტატუ“ – მზე ფრანგული წარწერით: „მე მჭირდება შენი ენერგია“. მზე მახატია, ანუ მზის ენერგია მჭირდება. ზოგჯერ მგონია, რომ დეპრესია მაქვს, უენერგიოდ ვარ და გადავწყვიტე, რომ მზის ენერგია მჭირდება. ზურგზე მაწერია ქართულად: „რასაცა გასცემ შენია“. ვფიქრობ, ძალიან დიდი სიბრძნეა ამ სიტყვებში. ჩემი მეგობრები დამცინიან ხოლმე და მეუბნებიან – „გაეცი, ნინა, გაეცი“… მაგრამ, მართლაც ასეა. რეალურად, რასაც გასცემ, გვიბრუნდება სხვადასხვანაირად. ასე მგონია. აუცილებელი არ არის იმავე დღეს დაგიბრუნდეს, შეიძლება 10 წლის შემდეგ დაგიბრუნდეს და შეიძლება მიხვდე კიდეც, რატომ ხდება ეს ქმედება. კიდევ რამდენიმე „ტატუ“ მაქვს და კიდევ უნდა დავამატო. მუცელზე მაქვს შავი „ტატუ“ და მინდა, რომ დავფარო. მინდა, რომ მაქმანი დავიხატო. ლამაზი მაქმანი. „ტატუს“ არასოდეს უაზროდ არ ვიწერ, როდესაც რაღაცა მაწუხებს ან მიხარია, სწორედ მაგ დროს როცა მჭირდება, მაშინ ვიხატავ და თავში რა ფრაზაც მომდის, იმას ვიწერ“, – ამბობს ნინა წკრიალაშვილი.

გარდა ამისა, ნინა წკრიალაშვილი სხვადასხვა რამით კაიფობს. „ზოგჯერ უბრალო ფლირტითაც, კი ვკაიფობ“, – ამბობს ნინა წკრიალაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი