“შმაქსის“ ქოლ-ცენტრით გამოძახება უკვე შესაძლებელია

109
SHARE

12 ოქტომბრიდან „შმაქსის“ გამოძახება ქოლ-ცენტრითაა შესაძლებელი. ამის შესახებ განცხადება პარტია “გირჩის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შმაქსის” გამოძახების მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 2 052 420. ქოლ-ცენტრი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს.

“დღეიდან “შმაქსის“ გამოძახება ქოლ-ცენტრის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. მომხმარებლები საგანმანათლებლო სერვისს ბორბლებზე, გამოძახების საშუალებითაც მიიღებენ.

ნებისმიერ პირს, ვისაც “შმაქსის” საგანმანათლებლო სერვისის გამოძახება ენდომება, უნდა დარეკოს ნომერზე – 2 052 420. ქოლ-ცენტრი სატესტო რეჟიმში დღეს გაეშვა.

კიდევ ერთი სიახლე, “შმაქსისტებისთვის” საგანმანათლებლო მასალების პაკეტის მიწოდებაა. ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, შმაქსის მასწავლებლები მიიღებენ CD დისკებით, მათ ასევე ელექტრონულად ჩამოტვირთვის რამდენიმე გზა ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის თბილისის ქუჩებში უკვე ორასზე მეტი “შმაქსისტი” მოძრაობს. “გირჩის” ოფისში “შმAXI“-ში გასაწევრიანებლად ადამიანები ამ დრომდე არიან შეკრებილები. მათი უმრავლესობა ის ტაქსისტია, რომლებსაც ტაქსის ახალი რეგულაციების წყალობით, თბილისის მერიამ თვითდასაქმების საშუალება წაართვა.

“გირჩის” მიერ დაარსებული “შმAXI“, საგანმანათლებლო კომპანიაა, ე.წ. უნივერსიტეტი ბორბლებზე. “შმაქსი”-ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე “შმაქსისტები“, მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში “გირჩის” მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ”,- აღნიშნულია პარტია “გირჩის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

FB კომენტარები

კომენტარი