შიშველ ქეთა თოფურიას აბაზანაში შეუვარდნენ – “Vocal Kombat” ქართულად – (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

611
SHARE

დიდი წარმატებებით, იმედგაცრუებებით, სასიხარულო და გულდასაწყვეტი მომენტებით სავსე “ვოისის” მესამე სეზონი  – 6 ოქტომბრიდან ბრუნდება. ტელეკომპანია „იმედმა“  მუსიკალური შოუ  „ახალი ხმა“  პრომო-რგოლით დააანონსა.

ქართული სარეკლამო რგოლი ამერიკული VOCAL KOMBAT-ის ზუსტი ანალოგია – სცენარი, ინტერიერი, კადრები, მოძრაობები, სპეცეფექტები – ყველაფერი ერთი-ერთშია გადმოღებული. სცენარის მიხედვით,  მწვრთნელები: ნუცა, ანრი და ნოდიკო,  სასურველი კონკურსანტების მოსაპოვებლად ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან, ბოლოს კი ისინი მეოთხე მწვრთნელს- ქეთა თოფურიას აბაზანაში შეუცვივდებიან , სადაც ის დაუპატიჟებელ სტუმრებს სასტიკად გაუსწორდება.  კიდევ ერთი დეტალი – საიმიჯო რგოლი მთავრდება ფრაზით: „ეს არის ვოისი!“  ამიტომ სავარაუდოა, რომ პროექტს ქართული სახელი – „ახალი ხმა“, ისევ მისი ორიგინალი სახელწოდებით VOICE -თ შეიცვალოს.  ცნობილია, რომ  ვიდეორგოლი ბათუმში გადაიღეს.

„ახალი ხმას“ ერთ-ერთი მწვრთნელი წელს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაც იქნება.  აქედან გამომდინარე,  პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ წლევანდელი VOICE რეიტინგული და კიდევ უფრო პოპულარული იქნება. ჟიურის ახალ წევრებს შორის არიან ასევე მომღერლები – ნუცა შანშიაშვილი, ანრი ჯოხაძე და ნოდიკო ტატიშვილი. მუსიკალურ პროექტს წელს ახალი ხელმძღვანელიც ჰყავს. შოუს მთავარი პრეოდიუსერი წელს გვანცა კილასონიაა.

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მაყურებელს წელს ყველაზე ხმაურიანი მესამე სეზონი ელოდება.

„ასეთ ემოციებს ვერსად ნახავთ…   ასეთი ძლიერი კონკურსანტები ჯერ არსად გინახავთ … მონაწილეთა ნაკადით “ვოისმა” წელს საკუთარ თავსაც აჯობა“, – აცხადებენ VOICE-ს ავტორები.

„ვოისის“ ახალი სეზონი ტელეკომპანია „იმედზე“ 1 კვირაში, 6 ოქტომბრიდან დაიწყება.  წითელი ღილაკი კი, კონკურსანტების მომავალ ცხოვრებას და კარიერას  წამებში შეცვლის.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

 

 

 

 

 

 

 

 

FB კომენტარები

კომენტარი