შიშველი ალა პუგაჩოვა “მილიონი წითელი ვარდით” – ვინ მიაშარდა პრიმადონას ნახატს?!

151
SHARE

ალა პუგაჩოვას შიშველმა ნახატმა ინტერნეტ სივრცე დაიპყრო და ფართო განხილვის საგანი გახდა. რუსული ესტრადის  პრიმადონას ნახატი „ინსტაგრამზე“, არც მეტი არც ნაკლები, მისმა ყოფილმა ქმარმა გამოაქვეყნა. როგორც ფილიპ კირკოროვი აცხადებს, ის შემთხვევით წააწყდა ნახატს, რომელიც 20 წელია არ უნახავს. ფერწერაზე გამოსახულია წითელ ვარდებში ჩაფლული, სრულიად შიშველი ალა პუგაჩოვა, რომელსაც ანგელოზი ბიჭუნა ეთამაშება. მეორე ანგელოზი კი იქვე, პრიმადონას ზურგშექცევით შარდავს და მომღერალს ეჯღანება. გახდილი პუგაჩოვას უკან კი კრემლი მოსჩანს.
„აი ისიც, დიდი ხნის ნანატრი შემთხვევით შეხვედრა ნახატთან, რომელიც მეხსიერებიდან გაქრა 20 წლის წინ. უეცრად კი… „- წერს „ინსტაგრამზე“ ფილიპ კირკოროვი.
მომღერალს  თაყვანისმცემლებმა მისი ყოფილი ცოლის ნახატი არ მოუწონეს და ფოტოზე ნეგატიური კომენტარები დაწერეს: – „ეს ნახატი კი არა, პედოფილიის რეკლამაა-საშინელებაა“,  „ვულგარული და უგემოვნო“, „მდუმარე საშინელება“, „ამაზრზენი ნახატი“, „ ღმერთო, რა უბედურებაა“, – წერენ კირკოროვის გულშემატკივრები.
მეუღლესთან დაშორების შემდეგ, კირკოროვი მის მიმართ ექსცენტრიკული გამოხტომებით გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ, ის პუგაჩოვასთვის ბროლის კუბოს ჩუქებასაც აპირებდა. რის თქმა სურდა ამით, ან საითკენ უბიძგებდა კირკოროვი ყოფილ მეუღლეს? რას ნიშნავდა ეს? ალბათ იმას, რომ შენი დრო წასულია და გზა ახალგაზრდებს დაგვითმეო.

1

2

29

FB კომენტარები

კომენტარი