შიშების განდევნის მიზნით, ქალი კუბოში ჩაწვა და გარდაიცვალა

204
SHARE

სამხრეთ კორეელი ქალი, კუბოში წოლის დროს დაიღუპა. როგორც ირკვევა, კუბოში ჩაწოლა რომელიღაც ფსევდო რელიგიური ჯგუფის მიერ შემუშავებული რიტუალის ნაწილი იყო. ცერემონია შიშების განდევნას და უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურებოდა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ რიტუალის ერთ-ერთი მონაწილისთვის ეს დიდად წარმატებული არ ყოფილა. შეკრებილებმა რიტუალი საღამოს ჩაატარეს. სამი ქალი კუბოებში ჩაწვა, მათ მთელი ღამე იქ უნდა დაეძინათ. გადარჩენილებმა მოგვიანებით პოლიციას უამბეს, რომ მესამე ქალბატონი დახურულ კუბოში დაახლოებით ორსაათიანი წოლის შემდეგ, უჰაერობასა და სიცხეზე ჩიოდა. დანარჩენებმა მოუწოდეს მას, რომ დისკომფორტისთვის უნდა გაეძლო, თუ კი მიზნის მიღწევა სურდა. თუმცა როცა დილით ერთ-ერთმა გაიღვიძა და მისი კუბოს სახურავი ახსნა, დაინახა, რომ ის გარდაცვლილი იყო.
ადგილობრივი პოლიცია გამოძიებას აწარმოებს, ხოლო გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცხედრის ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში ამჟამად დღის განმავლობაში რეკორდული სიცხე ფიქსირდება და ღამითაც არა ნაკლებ ცხელა. შესაძლოა, სწორედ დახურულ სივრცეში ასეთ პირობებში ყოფნამ მოუსწრაფა სიცოცხლე ადამიანს, რომელსაც შიშების განდევნა კუბოში წოლით სურდა.

 

FB კომენტარები

კომენტარი