“შინდისის“ მორიგი წარმატება – დიმიტრი ცინცაძეს ჰოლივუდში საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს

27
SHARE

ქართული ფილმი „შინდისი“ დიდი წარმატებით სარგებლობს. მან დღემდე არა ერთი ჯილდო და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა.

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

კინოფესტივალზე ის ფილმებია წარდგენილი, რომლებიც ისეთი დაჯილდოვებებისთვის იბრძვიან, როგორებიცაა „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“.

შეგახსენებთ, რომ „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია.

FB კომენტარები

კომენტარი