შთამბეჭდავი კოსმოსური სანახაობა ირაკლი გედენიძის ფოტოობიექტივში(ფოტო,ვიდეო)

154
SHARE

დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან გუშინ ღამით შესაძლებელი იყო კვადრანტიდების მეტეორული წვიმის დანახვა.
შთამბეჭდავი კოსმოსური სანახაობა პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ უჯარმის ციხიდან გადაიღო.
მეტეორული ნაკადი, ანუ მეტეორთა წვიმა ხდება მაშინ, როცა დედამიწის ატმოსფეროში უკიდურესად მაღალი სიჩქარით, პარალელური ტრაექტორიით შემოიჭრება კოსმოსური ნარჩენები — მეტეორიდები. მათი უმეტესობა ქვიშის მარცვალზე პატარაა და შესაბამისად, ყველა მათგანი ატმოსფეროში შემოსვლისას იწვება, რაც დედამიწიდან კაშკაშა ნათების სახით ჩანს.
ვიდეოში ასახულია ვარსკვლავების „მოძრაობა“ პოლარული ვარსკვლავის გარშემო — ეფექტი, რომელიც გამოწვეულია დედამიწის ბრუნვით საკუთარი ღერძის გარშემო.

 

წყარო: https://1tv.ge/news

 

FB კომენტარები

კომენტარი