შვილმა დედას, მისი გაზრდისთვის, 1 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს

102
SHARE

ტაივანის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვაჟმა საკუთარ დედას 1 მილიონი დოლარი იმისათვის უნდა გადაუხადოს, რომ მან გაზარდა და სტომატოლოგის პროფესიის სასწავლებლად, ფული გადაუხადა. როგორც ირკვევა, 1997 წელს მან, 20 წლის შვილთან ერთად, კონტრაქტი შეადგინა, სადაც მითითებული იყო, რომ ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, შვილი დედას, ყოველთვიური ხელფასიდან, 605 დოლარს გადაუხდიდა. ვაჟი რამდენიმე წლის განმავლობაში ამის გაკეთებაზე უარს აცხადებდა, რის გამოც, დედამ მას სასამართლოში უჩივლა. შვილმა კი, თავის მხრივ, სასამართლოში განაცხადა, რომ მორალურად არასწორია მოსთხოვო შვილს კომპენსაცია იმისათვის, რომ ის გაზარდე. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ კონტრაქტს იურიდიული ძალა გააჩნია. აქედან გამომდინარე, მას დედისთვის გადაუხდელი თანხის გადახდა მოუწევს, რომელსაც წლების განმავლობაში დაგროვებული პროცენტებიც დაემატა.

FB კომენტარები

კომენტარი