შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ახლობლები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

223
SHARE

კურიერის გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ოჯახში იმყოფებოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. მანქანაში ჩასხდომისას ჟურნალისტებს – ედიშერ მუშკუდიანსა და ბაკურ ჩიხლაძეს გოგონას ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამაც “რუსთავი ორის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას აღშფოთება გამოიწვია და მან შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა, რომ საქმე მალე გამოიძიონ.

“საქართველოში უკვე ნორმადა დამკვიდრებული ჟურნალისტების ცემა ან სხვაგვარი შევიწროება, რაც ხელისუფლების მხრიდან მედიაზე სისტემატური თავდასხმების და ძალადობის წახალისების პირდაპირი შედეგია!

ჩვენს ჟურნალისტს ედიშერ მუშკუდიანს და მის ოპერატორს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. გაფრთხილებთ, თუ მყისიერად და სრულფასოვნად არ გამოიძიებთ ამ საქმეს და ამ დანაშაულში მონაწილე ნებისმიერი პირი თუ დააღწევს პასუხისმგებლობის მთელი სიმკაცრით დასჯას, მაშინ დამატებითი მოკვლევისა და მტკიცებულებების გარეშე, ამ დანაშაულის ორგანიზებასა და განხირციელებში ერთადერთ და მთავარ ბრალეულად ჩავთვლით საქართველოს ხელისუფლებას!”, – წერს გვარამია.

FB კომენტარები

კომენტარი