შველის თუ არა ტალახის აბანო covid-19-ს (ვიდეო)

ინდოეთში პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ტალახში ბანაობა სასრგებელოა იმუნიტეტისთვის, მაგრამ თავად დაინფიცირდა COVID-19-ით.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ინდოელ  დეპუტატს, რომელმაც ადრე თქვა, რომ ტალახში დაბანა იმუნიტეტს ქმნის კორონავირუსის წინააღმდეგ, დაემართა COVID-19.

ინდოელმა დეპუტატმა ჩრდილოეთით რაჯასტანის შტატში, სუჰბირ სინგჰ ჯაუნაპურიამ კორონავირუსის დადებითი შედეგი მიიღო 14 სექტემბერს. მის გარდა კიდევ 23 პარლამენტარი დაავადდა.

პოზიტიური დიაგნოზის დადგენამდე ერთი თვით ადრე, პოლიტიკოსმა “ფეისბუქის”  საკუთარ გვერდზე ატვირთა უცნაური ვიდეო, რომელშიც ის ტალახში იჯდა და აცხადებს, რომ ეს ხელს უწყობს COVID-19- ისგან იმუნიტეტის მიღებას

Posted by Sukhbir Singh Jaunapuria on ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2020

კომენტარები

სხვა სიახლეები