შვედი სკოლის მოსწავლე გოგონა ნობელის პრემიაზე წარადგინეს

53
SHARE

შვედი სკოლის მოსწავლე გრეტა ტურნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ამგვარი ინიციატივით შვედეთის მემარცხენე პარტიის წევრები იენს ჰოლმი და ჰოკან სვენელინგი გამოვიდნენ.
„ძალიან საპატიო და სასიხარულოა ასეთ მნიშვნელოვან ჯილდოზე ჩემი წარდგენა. ეს დაუჯერებელი და ცოტა უცნაურია“, -ამბობს გოგონა.
შეგახსენებთ, რომ ტურნბერგმა მსოფლიო მედიის ყურადღება 2018 წლის აგვისტოში მიიპყრო. მან მარტო დაიწყო „სასკოლო გაფიცვა“ სტოკჰოლმში პარლამენტის შენობის წინ. გოგონა ამბობდა, რომ არ აპირებდა სკოლაში სიარულს, სანამ შვედეთის ხელისუფლება არ დაიწყებს პარიზის შეთანხმების შესრულებას მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირების შესახებ. 16 წლის გრეტა მთელს ევროპაში ათასობით სკოლის მოსწავლის შთაგონების წყარო გახდა. მას უამრავმა მოზარდმა მიბაძა – ისინი ქუჩაში გამოდიოდნენ და კლიმატის ცვლილების პრობლემისადმი ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ.
ამას გარდა, გრეტა ტურნბერგი გაეროში დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს.

FB კომენტარები

კომენტარი