“შეცდომით სხვა გზაზე გადახვეულ აქციაზე ვერ დაგიდექით” – ბექა ხოფერია

642
SHARE

ფეხბურთელი ბექა ხოფერია რუსთაველზე  “თეთრი ხმაურის” მიერ გამართული აქციის შესახებ წერს.
“გუშინ ღამე, ჩემს მეგობართან მომივიდა შელაპარაკება და მინდა ჩემი აზრი და გულისტკივილი გამოვთქვა! სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მრავალჯერ გვაქვს მეც და ჩემ ოჯახსაც მონაწილეობა მიღებული და ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურადაც დავზიანებულვართ. სამწუხაროდ, ვიცით რა არის ბრძოლა თავისუფლებისთვის! იმ დიდ ნაწილს, ვინც 2 დღე აქციაზე იდექით და ყველა თქვენი სიმართლისთვის იბრძოდით, არ გამტყუნებთ, პირიქით, მესმის თქვენი. უბრალოდ, პოლიტიკური მანიპულირებით და შეცდომით, სხვა გზაზე გადახვეულ აქციაზე ვერ დაგიდექით გვერდში, ყველას ჩვენი აზრი და სიმართლე გვაქვს! გთხოვთ, ნუ დავკარგავთ ერთმანეთს აზრთა სხვადასხვაობის და მართული ძალების გამო! როგორც ვატყობ, სამწუხაროდ, კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს სიმართლისთვის ერთად ბრძოლა. ამიტომ, არ დავკარგოთ ერთმანეთი. თავისუფლება აზრთა სხვადასხვაობაშია! თუ რამე გაწყენინეთ, ბოდიში!  სიკეთე გადამდებია #გიორგი გახარია” – წერს ფეხბურთელი.

Comments

comments