“შეშფოთების საბაბი ნამდვილად გვაქვს” – ქართველი ეპიდემიოლოგი კორონავირუსზე

125
SHARE

ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშრებული შეზღუდვების მოხსნის ფონზე შემთხვევბის მატების მოლოდინი არსებობდა და შეშფოთების საფუძველიც არსებობს, თუმცა აუცილებელია, ახალი კალსტერების არსებობის შემთხვევაში, მათი სწრაფი გამოვლენა:

„როდესაც შეზღუდვები მოიხსნებოდა, გარკვეული მატება მოსალოდნელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ კლასტერი დროულად იქნა აღმოჩენილი. არსებობს იმის ალბათობა, რომ მსგავსი სახის კლასტერი სხვაგანაც არსებობდეს. ჩვენი სპეციალისტები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ასეთი კლასტერები დროულად იყოს აღმოჩენილი და მათი კონტაქტები მაქსიმალური რაოდენობით იყოს მოძიებული. ჩვენ და ყველა მოქალაქემ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ დავიცვათ ღონისძიებები და მსგავსი კლასტერები არ გამრავლდნენ. გარკვეული შეშფოთების საბაბი ნამდვილად გვაქვს და შემთხვევები თუ მოიმატებს, კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენი შეშფოთების მაჩვენებელი“, – ამბობს ოთარ ჩოკოშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი