შერონ სტოუნი: ინსულტის შემდეგ 2 წელი სიარულსა და საუბარს ვსწავლობდი – (ფოტოკოლაჟი)

130
SHARE

ჰოლივუდის ვარსკვლავმა შერონ სტოუნმა 2001 წელს ინსულტი გადაიტანა. დიდი ხნის განმავლობაში სტოუნი ავადმყოფობის პერიოდის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა , თუმცა როგორც რუსული მედია წერს, სტოუნმა ახლახანს მიცემულ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იბრძოდა ინსულტის გადატანის შემდეგ რომ ცხოვრება, ჩვეულ რიტმში გაეგრძელებინა.
„ მე ტვინში მასიური სისხლჩაქცევა მქონდა. ექიმებმა მისი შეჩერება 9 დღის განმავლობაში ვერ შეძლეს. 2 წელი დამჭირდა იმისთვის რომ ისევ დამეწყო საუბარი და სიარული. ეს ძალიან მტკივნეული და დამამცირებელი იყო. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ ამ ყველაფერს გავმკლავებოდი“- იხსენებს შერონ სტოუნი.

FB კომენტარები

კომენტარი