შერონ სტოუნის „ოქროს კბილები“ ახალ კლიპში Wanna Date Her (ვიდეო, ფოტო)

317
SHARE

 

58 წლის მსახიობი – შერონ სტოუნი კვლავ ჰოლივუდის ერთ-ერთ სექს-სიმბოლოდ რჩება. ახლახან ინტერნეტში ახალი ვიდეოკლიპი გამოქვეყნდა რეპ კომპოზიციაზე Wanna Date Her? She’s Sharon Stone, Bitch, რომელშიც შერონ სტოუნს „ოქროს კბილები“ და გვირგვინი ამშვენებს.

რგოლის გადაღება გადაცემის Late Late Show-ს მომზადების ფარგლებში გაიმართა. ტელეწამყვანი ჯეიმს კორდენი, რომელიც კარაოკე-ტაქსითაა ცნობილი, დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა შერონ სტოუნის გადაცემაში მოყვანას. თუმცა, მსახიობის გრაფიკი იმდენად გადატვირთული იყო, რომ გადაცემაში სტუმრობისთვის დრო ვერ მოინახა. როდესაც შერონ სტოუნი ბოლოს და ბოლოს მივიდა გადაცემაში, შოუს ორგანიზატორებმა მას ვიდეოკლიპის გადაღება შესთავაზეს. ჯეიმს კორდენმა რეპ-კომპოზიცია შეასრულა. შერონს ვიდეოში ქურთუკი აცვია, რომელზეც დოლარებია გამოსახული. მას ასევე ოქროს ჯაჭვები, „ოქროს კბილები“ და გვირგვინი ამშვენებს.

FB კომენტარები

კომენტარი