“შენ არ იცი რამდენად რთულია?!” ამ ამბავმა ძალიან შემძრა – ჟურნალისტის ემოციური პოსტი

141
SHARE

ჟურნალისტი დავით ცაგარელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, თუ რატომ მოუხდა სათვალის ტარება. მისივე თქმით, ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაირკვა, რომ მისი შვილის მხედველობა მხოლოდ 10%-ს შეადგენს და როგორც შვილმა განუცხადა, ეს საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, დავით ცაგარელმა გადაწყვიტა გაეგო, მართლაც რამდენად რთულია ეს ყველაფერი.

“პარასკევს თვალის ექიმთან მივედით. თითქმის 2-საათიანი ლოდინის შემდეგ, ექიმმა მიგვიღო. გვითხრა, რომ ნიკუშას თვალის მხოლოდ 10% მუშაობს, მხედველობა კი +5-ია. სათვალე რამდენიმე წლის წინ ეკეთა და შედეგიც საკმაოდ კარგი გვქონდა, ამიტომ მეგონა, რომ ამ ამბავს ჩემი შვილის მხრიდან განსაკუთრებული ნერვიულობა არ მოჰყვებოდა. თუმცა, შევცდი. ცრემლიანი თვალებით ამომხედა და მითხრა: “შენ არ იცი რამდენად რთულია?!” ამ ამბავმა ძალიან შემძრა და გადავწყვიტე გამეგო – მართლაც რომ, რამდენად?!

მეორე დღეს მინიმუმ 50 ადამიანს შევხვდი. მათგან 49-ის რეაქციამ ძალიან გამაოცა, რადგან ზოგს ეგონა, რომ ახალი იმიჯი მქონდა – ზოგმა ამ ”სიმახინჯის მოშორება” მირჩია, ზოგმა კი უბრალოდ, გულიანად გადაიხარხარა. მხოლოდ ერთმა მითხრა, რომ მიხდება. არ მოგატყუებთ და დღის ბოლოს, გარკვეული დისკომფორტი და კომპლექსი მქონდა. სწორედ ამ დროს წარმოვიდგინე, რამდენად რთულია 9 წლის ბავშვისთვის ამასთან გამკლავება. ამიტომ, მისი მხარდაჭერა გადავწყვიტე. სათვალეს უკვე რამდენიმე დღეა, არ ვიხსნი, არც ჩართვაზე, რამაც ჩემს შვილს დიდი სტიმული მისცა და ახლა საწყენ სიტყვებს ყურადღებას თითქმის აღარ აქცევს!” – წერს დავით ცაგარელი.

FB კომენტარები

კომენტარი