“შენი ყველაზე დიდი სურვილის ასრულება ვერ მოვასწარი” – ნინი ქარსელაძე გარდაცვლილ მამას ემოციურ პოსტს უძღვნის

45
SHARE

მომღერალი ნინი ქარსელაძე გარდაცვლილ მამაზე სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მომღერალი მამას მადლობას უხდის.

“აი, ასე…. გამომეცალა ყველაზე დიდი ძალა… ჩემი “აპორა”
წარმოდგენა არ მაქვს, უშენოდ რა უნდა ვქნა
ჩემო სიცოცხლე და სიყვარულო…
თურმე, რამდენი რამ არ მცოდნია შენ შესახებ და ამ 4 დღეში იმდენი გავიგე, მოვისმინე….
დარწმუნებული ვარ, იმ გზასაც, რომელიც ახლა გაქვს გასავლელი, ისე ვაჟკაცურად გაივლი, როგორც აქ გაირე და დატოვე უსაზღვრო სიყვარული…
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ვიცხოვრო შენ გარეშე. არც ის ვიცი, რა დავწერო… შენნაირები ნამდვილად აღარ იბადებიან…
მადლობა სიყვარულისთვის და ყველაზე დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე ამაყად მატარე 28 წელს…
მა, დარწმუნებული ვარ, ოდესმე შევხვდებით და მოგიყვები უშენოდ გატარებულ ყველა წამსა და წუთს
მაპატიე, რომ შენი ყველაზე დიდი სურვილის ასრულება ვერ მოვასწარი…
ჩემო გულო და იმედო, მიყვარხარ”, – წერს ნინი ქარსელაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი