“შემცირდება ურთიერთგაგება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებს შორის” – მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

284
SHARE

 

“გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტის – მერკურის რეტროგრადულობა 10 მარტამდე მგზავრობას და მოგზაურობას, კომუნიკაციას და ინფორმაციის მიღებას შეაფერხებს. შემცირდება ურთიერთგაგება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებს შორის, მარცხით დასრულდება ყველა შეხვედრა და მოლაპარაკება. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე, რადგან მაღალია მოტყუების და შეცდომაში შეყვანის, დაცინვის და ძარცვის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა წარსულის შეცდომების გასააზრებლად და გამოსწორების გზების მოსაძიებლად, შემოქმედებითი საქმიანობისა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი, ლაზურიტი, საფირონი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს”, – აცხადებს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი