შემთხვევითი სექსუალური კავშირები – ენერგოველის დაბინძურების მიზეზი

78
SHARE

მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენს საზოგადოებაშიც, უკვე დიდი ხანია საკმაოდ აქტიურად დამკვირდდა თავისუფალი ურთიერთობებზე აწყობილი კავშირები. ზოგადად, ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში, მით უმეტეს, რომ ოცდამეერთე საუკუნე ასტროლოგიურად “მერწყულის ერის” დასაწყისია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო აქტუალური გახდება გამოხატვის თავისუფლება და ლიბერალური მიდგომა პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებლების მიმართ. თუმცა, აუცილებელია თავად სიტყვა “თავისუფლების” დეფინიცია სწორად იქნეს აღქმული და ერთმანეთში არ აგვერიოს, სად გადის ზღვარი თავისუფლებასა და განურჩევლობას შორის.

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი და ასტროფიზიკოსი ლიზა ჩ. პეტერსონი საკმაოდ საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ პარტნიორი სექსუალური თვალსაზრისით.

ლიზას აზრით, ორ ადამიანს შორის ფიზიკური სიახლოვის ინტენსივობა, იწვევს მათი ენერგეტიკის გადანაწილებას ერთმანეთის ბიოველზე. ეს საკმაოდ მძლავრი გავლენაა, მიუხედავად იმისა რამდენად სერიოზულად აღიქვამთ თქვენ ამა თუ იმ პარტნიორს ცხოვრების გზაზე. თუკი მასთან ხშირი ფიზიკური კონტაქტი გაქვთ, თქვენი ბიოველი აუცილებლად შეივსება პარტნიორის ბიოენერგეტიკული იმპულსებით.

თქვენი აურა კი მის აურაში “გაითქვიფება” ინტენსიური სექსუალური კონტაქტისას. ახლა წარმოიდგინეთ, რა ემართება იმ ადამიანის აურას და

ბიოველს, ვისთანაც მსგავსი ტიპის “უცხო ელემენტების” სიმრავლე შეინიშნება – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ხალხს ვინც ხშირად იცვლის სექსუალურ პარტნიორებს ბიოველი საკმაოდ “დაბინძურებული” აქვს სხვადასხვა ტიპის უცხო ენერგიებით. რაც ეზოთერიკოსების ენაზე ითარგმნება როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური სიჯანსაღისთვის საფრთხის შემცველი მოვლენა. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანს გარდა ფიზიკური სხეულისა, გააჩნია ასტრალური სხეულიც. დაავადებები კი რომელიც ჩვენს ორგანიზმში პროგრესირდება, პირველ რიგში განვითარებას იღებს ასტრალური სხეულიდან არასწორი ცხოვრების წესის და არასასურველი ენერგეტიკის მიღების გამო.

ფიზიკურ დონეზე კი უკვე როგორც სხეულის სენი, დაავადება თავს მაშინ იჩენს, როცა ადამიანის ასტრალური სხეული დაუცველია და ძალა არ შესწევს დაავადებასთან საბრძოლველად. ამიტომ ნებისმიერი ტიპის დაავადება ჯაჭვურ რეაქციას და სარკისებურ ეფექტს წარმოადგენს იმისა, თუ როგორია ჩვენი ცხოვრების წესი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხოვრების წესი უდრის დაავადებას.

მე ყოველთვის ვამბობ: “ნუ გექნებათ სექსი ისეთ ადამიანთან, როგორიც არასოდეს გენდომებათ იყოთ თავად” – ამბობს ლიზა პეტერსონი.

წყარო: http://www.astrologi.ge

Comments

comments