შეიძინეთ სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკა ონლაინ

121
SHARE

Be.Ge ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართული ინტერნეტ მაღაზიაა, რომელიც 2013 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით უზრუნველყოფს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დასახელების პროდუქტის მიწოდებას.
ონლაინ მაღაზიაში (www.be.ge) წარმოდგენილია 25 000-მდე პროდუქტი, მათ შორის -კომპიუტერული ტექნიკა, სახლის ტექნიკა, კომპიუტერები, ფოტო-ვიდეო ტექნიკა, კონდიციონერები, მობილურები, ჭურჭელი, თავის მოვლის საშუალებები და სხვა. საიტზე წარმოდგენილი პროდუქციის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
მაღაზიის წარმომადგენლების განცხადებით, გარდა პროდუქციის ფართო ასორტიმენტისა, მაღაზიის სამარკო ნიშანია მაქსიმალურად გამარტივებული და მომხმარებლის კომფორტზე მორგებული მომსახურების სერვისი.
მომსახურების სერვისში შედის:
გარანტია – ონლაინ მაღაზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს. საგარანტიო მომსახურება ავტორიზირებული სერვის ცენტრებით, უზრუნველყოფილია მომხმარებლის მიერ წარდგენილი საგარანტიო ტალონის საფუძველზე, რომელიც არ უნდა იყოს დაზიანებული და აუცილებელად უნდა შეიცავდეს გაყიდვის თარიღსა და ონლაინ მაღაზიის ბეჭედს;
უფასო მიწოდება – თბილისის მასშტაბით პროდუქტის მიწოდება უფასოა. მომხმარებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევს გადახდა, როცა მაღალ სართულზე მსვილგაბარიტიანი საქონლის ლიფტით ატანა ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაში თუ მაღალ სართულზე ცხოვრობთ, ლიფტი მწყობრშია და თქვენს მიერ შეძენილი ნივთი მასში დაუზიანებლად თავსდება, მაშინ კურიერები ნებისმიერ სართულზე უფასოდ აიტანენ პროდუქტს;
კორპორატიული მომსახურება – კორპორატიული მომხმარებლებისთვის 10 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე სპეციალური ფასდაკლება ვრცელდება. ამ ეტაპზე ინტერნეტ მაღაზია Be.ge 1000-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურება;
აქციები – რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს სხვადასხვა დასახელების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია დიდი ფასდაკლებით, ან სულაც საჩუქრად. ფასდაკლებები საიტზე ყოველდღიურადაა წარმოდგენილი და აქციის ფარგლებში წარმოდგენილი პროდუქციაც მუდმივად განახლებას ექვემდებარება.
ონლაინ განვადება – ინტერნეტ მაღაზიაში განვადების გაფორმების მოსახერხებელი და კომფორტულ სერვისი მოქმედებს: სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ სასურველი პროდუქტის არა მხოლოდ შეკვეთა და შეძენა, არამედ ონლაინ განვადებით სარგებლობაც. ამჟამად, BE.GE საქართველოს ოთხ წამყვან ბანკთან თანამშრომლობს. ჩვენი პარტნიორები არიან: ბანკი “რესპუბლიკა”, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი და TBC ბანკი. გარდა ამისა, ონლაინ განვადებით სარგებლობა უკვე ორგანიზაცია CrediTech-შიც შეგიძლიათ.

(R)

FB კომენტარები

კომენტარი