“შევრცხვი, ჩემი მოსწავლეები რას იფიქრებენ” – რას აცხადებს დეპუტატი ფეისბუქლაივთან დაკავშირებით

563
SHARE

„სულ შემთხვევით, ჩართვის დროს თითი რაღაცაზე მომიხვდა, ინგლისურად ეწერა რაღაც, ვერც მივხვდი რა მოხდა” – ამბობს ნინო წმინდის საკრებულოს დეპუტატი ვრეჟ მურადიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში, რომელმაც ფეისბუქლაივი ჩართო, რათა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ მიმდინარეობდა გზის რეაბილიტაცია, ამ დროს კი მან შემთხვევით ხელი ფეისბუქის ეფექტებს დააჭირა და კადრში ხან ჯა­დოქ­რის, ხან კოს­მო­ნავ­ტის და ხან მგლის ეფექ­ტე­ბით ჩანდა.
„დიდი ხანია დიდი და პატარა გონდურის, დილიფის და მამწარას მკვიდრები ამ გზის გაკეთებას ითხოვენ, ამიტომ გადავწყვიტე ლაივი ჩამერთო და მეჩვენებინა გზის გაწმენდითი სამუშაოები როგორ მიმდინარეობდა, შემდეგ კი ასფალტსაც დააგებენ.
სულ შემთხვევით, ჩართვის დროს თითი რაღაცაზე მომიხვდა, ინგლისურად ეწერა რაღაც, ვერც მივხვდი რა მოხდა, ჩემს შვილს დავურეკე. საერთოდაც მეგონა სხვა ვინმე რამეს მიკეთებდა და მითხრა ეტყობა ხელი მოგიხვდაო.
შევრცხვი, მასწავლებელიც ვარ, ჩემი მოსწავლეები რას იფიქრებენ, ეს ხომ მართლა შემთხვევით დამემართა“. – აცხადებს ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი.

FB კომენტარები

კომენტარი