“შეეშვით ამ ვითომ “გასტროლებს” და “ზბორებს” – შეშფოთებული მშობლის წერილი

82
SHARE

“გუშინდელმა ტრაგედიამ ყველას საშინლად დასწყვიტა გული, მე კი კიდევ მეტად გამიმძაფრა და გამიმტკიცა ის აზრი, რომ ბოლო დროს მართლა მარაზმში გადავიდა ეს ვითომ “ზბორები”, “ფესტივალები” და “გასტროლები”. თავად მშობელი გახლავართ და ყურმოკვრით არ ვიცი ის ყველაფერი, რაზეც მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი.
უფროსი შვილი 22 წლის მყავს, უმცროსი – 10-ის, შესაბამისად, ოდნავ სხვადასხვა პერიოდში მომიწია შვილების “დევნამ” და ასე თუ ისე ვიცი, ათი წლის წინ რა ხდებოდა და ახლა რა ხდება.
ორივე შვილს ცეკვა უყვარს, მეც მიყვარს და შესაბამისად, ვცდილობ, ხელი შევუწყო. უფროსი ვაჟი რომ დამყავდა ცეკვაზე, მაშინაც დავდიოდით გასტროლებზე, თუმცა მაშინ ასეთი სავალდებულო არ იყო, როგორც ახლაა. ანუ თუ გინდოდა, წახვიდოდი, თუ არადა, დარჩებოდი და ეს არ აისახებოდა ანსამბლში შენს ყოფნა-არყოფნაზე და ასევე შენს პოზიციაზე. არ ვიცი, შეიძლება მაშინაც ასე იყო და მე მასწავლებელში გამიმართლა, ფაქტია, ამ ამბით არ ვყოფილვარ შეწუხებული. ბავშვს უნდოდა და ერთხელ მხოლოდ მის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი – ბათუმი-ქობულეთში წავედით, რაღაც სრულიად გაუგებარი ფესტივალი ჩატარდა, საეჭვო ჟიურით, ძალიან არაორგანიზებული და მართალი რომ ვთქვა, ძალიან დაბალი დონის. ამ ფესტივალის გამო დავხარჯეთ ფული, გავატარეთ ათი დღე არც ისე იდეალურ პირობებში, საკმაოდ დავიღალეთ და იქვე გადავწყვიტე, რომ მეორედ აღარ გავრეულიყავი ამ “შარში”.
თუმცა წლები გავიდა, უკვე მეორე შვილი წამოიზარდა, ისიც შევიყვანე ცეკვაზე და უკვე სხვა რეალობა დამხვდა (უფრო უარესი). მასწავლებელმა პირდაპირ გამოგვიცხადა, თუ გინდათ, რომ ბავშვი ანსამბლში იყოს, თუ გინდათ, ცეკვებში ჩავსვა და მხოლოდ ვარჯიშებზე არ იაროს, ყველა გასტროლზე უნდა წამოხვიდეთ და უკან არ უნდა დაიხიოთო. იცით რა გამოდის საბოლოო ჯამში? ვითომ ცეკვის წრეზე ბავშვის ტარება შედარებით იაფი ღირს, მაგრამ ჯერ კოსტიუმებში ვიხდით ძალიან დიდ თანხებს, მერე კონცერტებზე სულ ჩვენზე “ასაღებენ” ბილეთებს, და კიდევ, ათასგვარ სულელურ გასტროლზე დავდივართ. ქვეყანა ფულს ვხარჯავთ და არც სასტუმროა ნორმალური, არც პირობები, საკმაოდ ბევრს ვწვალობთ და თანხაზე აღარაფერს ვამბობ. ყველა წასვლაზე ვამბობ, რომ ეს ბოლოა, ბავშვს გამოვიყვან და დავანებებინებ თავს ცეკვას, მაგრამ საქმე ის არის, რომ ზოგადად ყველა სფერო, რაც ბავშვს ეხება, ამ მდგომარეობაშია. სპორტზე ვისაც დაჰყავს, ისიც ჩივის იგივეს, სასიმღერო სტუდიები კლიპებზე, კონცერტებზე თუ კოსტიუმებზე კოლოსალურ თანხებს ახარჯვინებენ მშობლებს, და რომელი ერთი მოვთვალო. არადა, ბავშვს ხომ უნდა, რომ სადღაც იაროს, რაღაც ნიჭი განავითაროს? როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ყველაფერი, რაც ბავშვებს ეხება, მავანთ და მავანთ ნამდვილ მაფიად აქციეს და საბოლოოდ ასეთი საზარელი ტრაგედიები ხდება, რაც ისევ იმის ბრალია პირველ რიგში, რომ ამგვარი გასტროლების მომწყობები მხოლოდ იმაზე ზრუნავენ კარგად, როგორ მოკრიბონ ბავშვები და როგორ შეაგროვონ მშობლებისგან ფული, რაც შეიძლება სწრაფად, ხოლო სხვა, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს – მგზავრობის ორგანიზება, სასტუმროს პირობები, გასტროლების ჩატარების გეგმა, ხარისხი, მიზნები, შედეგები, ეს არავის აღელვებს და არ აინტერესებს.
მე, როგორც ერთი რიგითი

მსგავსი სიახლეები

მშობელი, გთხოვთ, ჩემი სათქმელი მიიტანოთ სხვა მშობლებთან და ასევე იმ ადამიანებთან, ვისაც ამ საკითხების მოგვარება ეხება. ჯერ ერთი, არ არის საჭირო და ასეთი აუცილებელი ეს გამუდმებული ვითომ გასტროლები და “ზბორები”. და მეორე – თუ მსგავს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეს ეჭიდებით, კეთილი ინებეთ და ყველაფერზე კარგად იზრუნეთ, რომ ბოლოს არავინ დარჩეს დაზარალებული. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ფულია ყველაფერი?”
მაია, 43 წლის

P.S. ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას ქალბატონი მაიას გარდა, რომელმაც ეს წერილი მოგვწერა, ბევრი სხვა მშობელი გამოეხმაურა და მათ შორის ბევრი წერდა სწორედ ამ პრობლემაზე. ჩვენ რამდენიმე ასეთ კომენტარსაც გთავაზობთ:

გასტროლი გასტროლზე აქვთ ცეკვის ანსამბლებს იმისთვის, რომ ფული ჩაიკუჭონ ხელმძღვანელებმა ჯიბეში. ამდენი ბავშვის ნდობა ხომ დიდი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, ყველას სათითაოდ ვერ მიაქცევენ ყურადღებას…
ფიქრია გ.

გასტროლები უნდა გაუქმდეს! ეს უბრალოდ დამატებითი შემოსავლის წყაროა მასწავლებლებისთვის …
ნარგიზა

გაგრძელება  იხილეთ :http://www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი