“შეგახსენებთ, რომ ხვალ, 17 ივლისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა” – ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

479
SHARE

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს, გამოიჩინოს მეტი ყურადღება და სიმშვიდე.

“ჩემო მეგობრებო
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 17 ივლისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა!

დაბნელების პიკი იქნება ამაღამ, დაახლოებით, ღამის 12-დან 2 საათამდე…

იყავით მეტი ყურადღებით, მეტი პოზიტიურობითა და მეტი სიმშვიდით გაიარეთ ეს ღამე და შემდეგი 3-5 დღე, განსაკუთრებით ქალბატონებზე იმოქმედებს, ექნებათ მოჭარბებული ენერგიები და ამიტომ ნუ გადაიღლით თავს, აკონტროლეთ თქვენი ემოციები და ენერგიები!

ძალიან კარგია, ამ დროს ჩამოწეროთ გეგმა იმ საქმეებისა, რომლებიც უკვე დაწყებული გაქვთ და ჯერ ვერ დაგიმთავრებიათ.

ასევე, დაწერეთ, თუ როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრებისეული სფეროები, მათ შორის, კარიერაში რას შეიძლება, რომ მიაღწიოთ…

ასევე, დაწერეთ, რა საქმის საძირკველი გინდათ, რომ ჩაიყაროს ახლა და განვითარდეს შემდგომში…

დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გაატარებთ უახლოეს 3-5 დღეს…

სიკეთეს გისურვებთ”, – წერს ცაგარელი სოცქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი