შეამოწმეთ, შესაძლოა ქონება დაგიტოვეს – შვეიცარიის ბანკები მემკვიდრეებს ეძებენ

10577
SHARE

შვეიცარიის ბანკები იმ ანგარიშების მემკვიდრეებს ეძებენ, რომელთა მფლობელებს უკვე 50 წელია თავისი ფულისთვის არ მიუკითხავთ. თანხები იწყება 500 ფრანკიდან და რამდენიმე მილიარდ დოლარამდე ადის.
თუ პატრონი გამოჩნდა და დაადასტურებს გარდაცვლილ მეანაბრესთან ნათესაურ კავშირს, მას ქონება გადაეცემა.
მემკვიდრეებისთვის ამ თანხების გადაცემის კანონი შვეიცარიაში 2015 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. მემკვიდრეთა მოსაძებნად სპეციალური საიტი შეიქმნა – www.dormantaccounts.ch/narilo რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეამოწმოს, ხომ არ ჰქონია მის რომელიმე წინაპარს ანგარიში შვეიცარიის რომელიმე ბანკში. ასეთი წინაპრის მოძიება შესაძლებელია როგორც გვარის მითითებით, ასევე მთელი სიის უშუალო დათვალიერებით. თო რომელიმე თანხაზე მართლაც გაქვთ უფლება, შესაბამისი განაცხადის ფორმა უნდა შეავსოთ.
https://www.dormantaccounts.ch/narilo/

FB კომენტარები

კომენტარი