„შარშან გავიკეთე პირველად მკერდის ოპერაცია, დავიპატარავე. ამას პირველად ვამბობ“- ნინა წკრიალაშვილის გულახდილი ინტერვიუ

296
SHARE

მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა გადაცემა „ანფასში“ გულახდილად ისაუბრა იმ პლასტიკურ ოპერაციებზე, რაც დღემდე აქვს გაკეთებული.
– ვგიჟდები პლასტიკურ ქირურგიაზე, ზოგადად ერთს თუ გაიკეთებ, მეორეც გინდა, და მერე კიდევ რაღაც არ მოგვწონს. პლასტიკური ქირურგიის შედეგები ნანახი გვაქვს და მგონი, ათ წელიწადში მათ ჩემი ფოტოც მიემატება პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლების სტენდზე.
მომღერალმა გულახდილად გვიამბო, პირველად რა ოპერაცია გაიკეთა:  „ვიმშობიარე და დამრჩა ძლიან ცუდი სტრიები. მსუქანი არ ვიყავი,  ეს წონა მქონდა და მუცელზე კანი მეწელებოდა. ძალიან მაწუხებდა. მერე გამიტყდა ცხვირი და ძალიან გამიხარდა, რომ ასე მოხდა, რადგან მეზარებოდა პატარა კორექიიისთვის ცხვირის ოპერაციის გაკეთება.
შარშან გავიკეთე პირველად მკერდის ოპერაცია, დავიპატარავე. ამას პირველად ვამბობ…

იხ. სრულად: http://www.reitingi.ge

FB კომენტარები

კომენტარი