შარლიზ ტერონის შვილს ყინულის დედოფალი ემილი ბლანტი შეუყვარდა

667
SHARE

შარლიზ ტერონის ვაჟს ემილი ბლანტის გმირი, ყინულის დედოფალი ფილმიდან „ფიფქია და მონადირე 2“ შეუყვარდა. აღსანიშნავია, რომ ფილმში თავად 4 წლის ჯექსონის დედა, შარლიზ ტერონიც მონაწილეობს, თუმცა მისმა გმირმა დედოფალმა რავენამ ბიჭში ნაკლები ენთუზიაზმი გამოიწვია.
„ჩემი შვილი ჭკუას კარგავს ემილიზე. ის მიიჩნევს, რომ ყინულის დედოფალი ემილი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პრინცესაა. ეს უბრალოდ სიგიჟეა! მე კი მისთვის თითქოს არც ვარსებობ“, – ამბობს ტერონი.
ბიჭი აღნიშნავს: „ო, ის პრინცესაა“, ტერონი კი ეუბნება შვილს: „მე კი საერთოდ დედოფალი ვარ“. უცხოური მედიის ინფორმაციით, 4 წლის ჯექსონი ასევე დედას აქებს და ამბობს, რომ მან რამდენიმე სცენაში კარგად ითამაშა.

FB კომენტარები

კომენტარი