შარლიზ ტერონის გულწრფელი ფოტოსესია ჟურნალში მამაკაცებისთვის (ფოტო)

94
SHARE

მსახიობი შარლიზ ტერონი ჟურნალ GQ-ს მაისის ნომერში გამოჩნდება. ჟურნალში მამაკაცებისთვის დაბეჭდილ ფოტოებზე ტერონი მაცდურ სამოსშია გამოწყობილი.
40 წლის ვარსკვლავი შეუდარებელ ფორმაშია. ინტერვიუში შარლიზმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ქალს იმ სტერეოტიპის დამსხვრევა შეუძლია, თითქოსდა, ქალები ასაკის მატებასთან ერთად ჭკნებიან, მამაკაცები კი, დაძველებული ღვინის მსგავსად, მხოლოდ უკეთესები ხდებიან. „დიდი ხნის მანძილზე ჩვენ ამას ვიღებდით. საზოგადოებისგან ველოდებოდით, რომ შეხედულებებს შეიცვლიდა, თუმცა ახლა მათი შეცვლა ჩვენ თავად შეგვიძლია“, – ამბობს ტერონი.

FB კომენტარები

კომენტარი