შარაპოვა, მოძმანიაშვილი და … მელდონიუმი, ანუ უფლისგან ბოძებული ნიჭის დოპინგზე გაყიდვის სიბრიყვენი

282
SHARE

დედამისი მასზე რომ ფეხმძიმედ იყო, ჩერნობილის ავარია მომხდარა. ცხოვრობდნენ გომელში, ეპიცენტრიდან 80 კმ-ის მოშორებით. მამამ მაშინვე გადაწყვიტა, დაეტოვებინათ სავარაუდო რადიაციის ზონა. მას შემდეგ შარაპოვების ოჯახმა რუსეთის ბევრი ქალაქი მოიარა. 6 წლის ასაკში სოჭში მიმდინარე ტენისისტ ბავშვთა ერთ-ერთ ტურნირზე პატარა მარია ლეგენდარულმა მარტინა ნავრატილოვამ შენიშნა. მან მაშინვე დაინახა მასში ღვთიური ტალანტი და მშობლებს გოგონას ფლორიდაში, ნიკ ბოლეტიერის სახელგანთქმულ ჩოგბურთის აკადემიაში მიბარება ურჩია.
მამა-შვილს ბევრი წვალების და ემიგრაციული დაბრკოლების გადატანამ მოუწია – მარია შარაპოვას მამა დასაწყისში ხომ 2 ცვლაშიც მუშაობდა, რათა სასწავლებლის თანხა გადაეხადა და პატარა მარია გაუთავებლად ჩიოდა – მამიკოს ვერასოდეს ვხედავ, სახლში სულ მარტო ვარო.

upl53eb9832991e1
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მარია შარაპოვას ვარსკვლავმაც არ დააყოვნა ამოსვლა და 21–ე საუკუნის დასაწყისიდან ის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელ ქალად (მხოლოდ 5 “დიდი სლემი” რად ღირს!), ყველაზე მომხიბვლელ და უნაკლო (ტოპ–მოდელის შეასაფერის) ფიზიკური პროპორციების მქონე და ბოლო ათწლეულის ყველაზე შემოსავლიან სპორტსმენ ქალად ითვლება. თვით ტენისით “იმდენი” არაფერი, “მხოლოდ” 34 მილონი $ აქვს ნაშოვნი, მაგრამ აი, სარეკლამო საქმიანობით, როდესაც უამრავი ფირმა რიგში იდგა მისი მხოლოდ გაკრული ავტოგრაფის რეკლამირების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო ისეთი სუპერკოლოსები, როგორიცაა Nike, საკუთარ “სახედ” აღიარებდნენ მას, კი გამოუვიდა “რაღაც” – 200 მილიონ $–მდე, კარიერის განმავლობაში. ზრდილ და კორექტულ ლამაზმანს არც სოციალური პოპულარობა აკლდა და “გა.ერ.ო.”–ს კეთილი ნების ელჩადაც კი ითვლებოდა, არცთუ ხშირი (და არცთუ გულუხვი) ქველმოქმედებითაც, სხვადასხვა დაზარალებულთა მიმართ.

upl53eb9824becfb
და ეს ყველაფერი – წარსულში, სამწუხაროდ. 26 იანვარს მარია შარაპოვა Australian Open -ში მონაწილეობის დროსWADA–ს (საერთაშორისო სადოპინგო სააგენტო) დასკვნით, პრეპერატ მელდონიუმზე დადებითი აღმოჩნდა, რის გამოც მიეცა დროებითი დისკვალიფიკაცია (12 მარტამდე და გადავადებით) სპორტულ ტურნირებში მონაწილეობისგან, ჩამორთმეული ექნა “გა.ერ.ო.”–ს კეთილი ნების ელჩის ტიტული, მასთან კონტრაქტი (მომენტალურად) გაწყვიტა სწორედ ზემოთხსენებულმა Nike–მა და ერთმა–ორმა სხვა ბობოლა ბრენდმაც (Tag Heuer, American Express, Porsche) და, მიუხედავად სარვამარტოდ ჩატარებული მისი პრესკონფერენციისა, სადაც აღიარა დანაშაული და აბსოლუტური სიბრიყვე უწოდა საკუთარ საქციელს, საჩოგბურთო “კონკიას” ისტორიას კარგი პირი არ უჩანს – მხოლოდ 2016–ის პირველი ტრიმესტრის მისი ზარალი ხომ 32,6 მილიონ $–ს შეადგენს და რამდენიმე ფირმა (სწორედ ისინი, ადრე რომ კარებს უმტვრევდნენ), სასამართლოს გზითაც ესარჩლება მას დიდ/თანხობრივ კომპენსაციებს, მორალური ზარალის მიყენების და სახელის გატეხვის მოტივით.

აქ კი განვიხილოთ პრეპარატი მელდონიუმი (meldonium), იგივე მილდრონატი, რომელიც მეტაბოლური საშუალებაა, 1970 წელს ლატვიელი ფარმაცევტის, ივარს კალვინშის მიერაა დამუშავებული ლატვიის საბჭოთა რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის კვლევით ინსტიტუტში, ხოლო საბჭოეთის დაშლის შემდეგ, ლატვიაზეა გადალიცენზირებული. მედიცინაში პრეპარატი გულ–სისხლძარღვთა დაავადებების როგორც მწვავე, ასევე პროფილაქტიკურ სტადიებში იხმარება (გ.ი.დ., მიოკარდიუმის ინფარქტი და ა.შ), მაგრამ ამერიკაში (მიუხედავად საბჭოთა არმიის მიერ ავღანეთში ომის დროს ,მისი შედეგების ნახვისას, წამსვე “შეიარაღებაში” მიღებისა) ის ლიცენზირებული არ იქნა. 2015 წლიდან მასზე WADA–მ მეთვალყურეობა დააწესა, გამოიტანა რა ვერდიქტი, რომ პრეპარატი, ინსულინის მსგავსად,მეტაბოლიზმის მოდულატორია და შეიტანა ის ოფიციალურ ანაბოლიკთა, სადოპინგე პრეპარატთა სიაში 2016 წლის 1–ლი იანვრიდან.

მარია შარაპოვას იოლად გასამართლებლად (და იმართლა კიდეც თავი პრესკონფერენციაზე) ის გამოდგება, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ღებულობდა ამ პრეპარატს, მძიმე ოჯახური გენეტიკის გამო, დიაბეტით დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ WADA–ს გაფრთხილება ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბრიდან არსებობდა მსოფლიოს წამყვან სპორტსმენთა მიმართ. რაც არ უნდა იყოს, მარია შარაპოვას არ ეტყობა, დიდად ინანიებდეს დანაშაულს და ორიოდე დღის წინ, მექსიკაში, ოკეანის სანაპიროზე, ტოპლეს/მხიარულ პოზებში, თავის დაქალთან ერთად, გადაღებული იქნა პაპარაცების მიერ, რაც ფრიად უარყოფითად აღიქვეს მისმა მსოფლიო ფანებმა – მოკრძალების მოსურნეებმა, ვინძლო.

upl56e27d90147b3
და აი, სადღაც აქ გაისმა ნიუ–იორკის “ტაიმსის” სტატიაც, რომელშიც საერთაშორისო–სადოპინგო სააგენტოს ერთ–ერთი მაღალჩინოსნის, ბენ ნიკოლსის განცხადებით, მელდონიუმზე დადებითი მსოფლიოს კიდევ 60–მდე ზე/ათლეტი აღმოჩნდა, მათ შორის რუსი ტენისისტი სიმიონ ელისტრატოვი, სპიდსკეიტინგში ოლიმპიური ჩემპიონი, კვლავ რუსი,პაველ კლუჟნიკოვი, შვედი მორბენალი და მსოფლიოს ჩემპიონი აბება არეგავი და … ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი დავით მოძმანიაშვილი… შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭიდავის დოპინგზე გამოჭერის ეს შემთხვევა პირველი როდია – 2008 წელს ამ მიზეზით მას ევროპის ჩემპიონობის ოქროს მედალიც კი ჩამოერთვა, ორწლიანი დისკვალიფიკაციითურთ.

744197_RCGcQoMsyWS0HQoa3QtS_xl
ნიჭი დაგამადლოს უფალმა, უამრავი შრომა და ენერგია დახარჯო ყველაფერზე და შემდეგ, უფრო მეტი პოპულარობის და პირველობის მანიით, ქარს გაატანო ასე ერთ წამს ყველაფერი? – არასოდეს მესმოდა ეს და ვერც ვერასოდეს გავიგებ, ალბათ…

წყარო:http://georgians.gr

Comments

comments