შავი ზღვის ფლოტმა საბრძოლო დელფინების მონაწილეობით პირველად წვრთნები ჩაატარა

71
SHARE

შავი ზღვის ფლოტმა სევასტოპოლის ოკეანარიუმის რუსეთის იურისდიქციაში გადასვლის შემდეგ პირველად სამხედრო სწავლება საბრძოლო დელფინების მონაწილეობით ჩაატარა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„სევასტოპოლის ოკეანარიუმში 60 მეტრის სიღრმეზე სამხედრო ტექნიკის საძიებო წვრთნები საბრძოლო დელფინების მონაწილეობით ჩატარდა. დელფინის მიერ აღმოჩენილი იყო ჭურვის მსგავსი საგანი“, – განაცხადეს ყირიმის ძალოვან სტრუქტურებში. ასევე ცნობილია, რომ დელფინებისთვის საბჭოური აღჭურვილობა ახალი სპეციალური აღჭურვილობით შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში საბრძოლო დელფინების მომზადების მხოლოდ 2 ცენტრი არსებობს. მეორე – სან-დიეგოშია განთავსებული.

 

 

FB კომენტარები

კომენტარი